• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვაჟა სირაძის მამა წერს, რომ თურმე, მე მას პოლიტიკურად ვდევნი” – რას აქვეყნებს ნაზი ჯანეზაშვილი?

ალია ავტორი - ალია
13:46 11-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
727

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ვაჟა სირაძის მამა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძე ჩემ შესახებ წერს, რომ თითქოს მე მის პოლიტიკურ დევნას ვეწევი.

ბატონო Shota Siradze, ვინაიდან ფეისბუქის მეშვეობით მესაუბრებით, ამავე ფორმით გიპასუხებთ:

1. თქვენ ამტკიცებთ, რომ (ვციტირებ): “2013-2014 წლებში ხობის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი და არა პოლიტიკოსი”.

2014 წელს თქვენ “ქართული ოცნების” წარდგენით გახდით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შემდგომ დაიკავეთ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა. და მაინც დაჟინებით ამტკიცებთ, რომ არ იყავით პოლიტიკოსი?

უფრო მეტიც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა კანონის მიხედვით პოლიტიკური თანამდებობაა.

(საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი; ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლი; საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი).

2. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თითქოს თქვენ შესახებ ინფორმაცია გავასაჯაროვე პირადი საქმიდან.

აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია რაზეც მე ვსაუბრობ საჯაროა – თანამდებობის პირის დეკლარაციები, თქვენი ბიოგრაფია და იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებები თქვენი პირველი დანიშვნის, უვადოდ დანიშვნის და ბოლოს დაწინაურების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ თქვენი ბიოგრაფია დიდი ხანია განთავსებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებსაიტზე: http://hcoj.gov.ge/ge/shota-siradze

ასევე საჯაროა ცესკოს ვებსაიტზე ინფორმაცია, რომ თქვენ “ქართული ოცნების” სახელით მონაწილეობდით 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში

(იხ. სქრინები ცესკოს ვებსაიტზე განთავსებული საჯარო წყაროდან: https://cesko.ge/…/16888-saolqo-saarchevno-komisiebshi…)

ასევე საჯაროა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობიდან თქვენი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია: http://khobi-sakrebulo.ge/…/xobis%20municipalitetis…

ასევე საჯაროა თქვენი დაწინაურების შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება: http://hcoj.gov.ge/…/pdf%20gadacyvetilebebi/2020/1-10.pdf

და ა.შ. და ა.შ.

3. დაბოლოს, თქვენ ამბობთ ჩემზე – “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლის მიმართ ფაქტობრივად პოლიტიკურ დევნას და დისკრედიტაციას ახორციელებს”.

ასეთ აბსურდულ ბრალდებაზე რა გიპასუხოთ?!”

თეგები: ვაჟა სირაძენაზი ჯანეზიშვილიშოთა სირაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

11:59 10-22-2025
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved