• რეკლამა
  • კონტაქტი
23:20, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვაცხადებ კონკურსს!” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:27 08-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“შემდეგ სამ კვირაში, პირველი 50 ყველაზე ინოვაციური იდეის ავტორს, ვეპატიჟები ძალიან საინტერესო კონფერენციაზე უკრაინაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი აცხადებს კონკურსს “ინოვაციური იდეა საქართველოს მომავლისთვის”. 

მისი თქმით, ბევრად უფრო მდგრადი ინსტიტუტები უნდა შეიქმნას და რაც ახლა საქართველოში ხდება, დაგვრჩება წარსულში, როგორც საშინელი სიზმარი.
„წრე აქვთ შეკრული და თუ ამ წრის ნაწილი არ ხარ, ეგრევე გვერდზე გწევენ.. ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი აქედან არის სოციალური ლიფტის შექმნა და დაბრუნება საქართველოში, უნდა იყოს სოციალური მობილურობა, რომ ადამიანი, ვინც არ არის დაკავშირებული კლანით არავისთან, ვინც არის განათლებული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და შრომისუნარიანი, ის სწრაფად იზრდებოდეს, ის იკავებდეს თანამდებობას ნიჭის და მერიტოკრატიის თვალსაზრისით.. და არა იმის მიხედვით, ვისთან არის დაკავშირებული..
მინდა ასეთი რამ გავაკეთო:ვაცხადებ კონკურსს და ტელევიზიას ვიყენებ ამისთვის..შემდეგ სამ კვირაში, პირველი 50 ყველაზე ინოვაციური იდეის ავტორს, ვეპატიჟები ძალიან საინტერესო კონფერენციაზე უკრაინაში, სადაც მინდა დავათვალიერებინო მათ ბევრი რაღაც, მინდა შევახვედრო ძალიან ბევრ ვიღაცას, მინდა მე თვითონ შევხვდე მათ..
გამოგვიგზავნეთ ეკრანზე მითითებულ მისამართზე 50 ყველაზე ინოვაციური იდეა..რისთვის გვინდა ეს?
ეს იქნება 50 ყველაზე ინოვაციური იდეა საქართველოს მომავლისთვის და გვინდა იმისთვის, რომ ამ ხალხს მე მივცემ აუცილებლად რეკომენდაციას, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად მათი წინა მოღვაწობისა..
თუ თქვენ ხართ საინტერესო, თუ თქვენ გაქვთ იდეები, თუ თქვენ იცით, რა უნდა ჩვენს ქვეყანას და როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჭაობიდან, სადაც ვიმყოფებით, სხვადასხვა სფეროებში სრულიად, გახსნილი ვართ ამისთვის..
იდეები კონკურსის სახით შეირჩევა და ჩვენ ნამდვილად არ დავუკარგავთ არავის ნიჭს.. სახელებს და გვარებს არ შევხედავთ, შევხედავთ მათ იდეებს.. ჩამოგიყვანთ უკრაინაში, დავილაპარაკოთ ჯერ აქ და შემდეგ გააგრძელეთ საქმიანობა, გავაგრძელებინოთ ამ ადამიანებს საქმიანობა საქართველოს მომავალ ხელისფლებაში.
ეს არის ნამდვილი მერიტოკრატია..50 ქართველს ინოვაციური იდებით ველოდებით უკრაინაში ძალიან საინტერესო პროგრამაზე და ძალიან საინტერესო დიალოგებს მოგიმზადებთ..მინდა, რომ ვილაპარაკოთ მხოლოდ მომავალზე..ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, დაგვრჩება წარსულში, როგორც საშინელი სიზმარი..ბევრად უფრო მდგრადი ინსტიტუტები უნდა შევქმნათ..და მე ჩემს ფუნქციას ვხედავ, როგორც ხიდს თქვენთვის”.. –  წერს მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved