• რეკლამა
  • კონტაქტი
04:20, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვაცის ნადიმი” – რამ განარისხა მოსამართლია მანტიით შემოსილი პირი და რატომ გააძევეს დარბაზიდან რევაზ კიკნაძე

ალია ავტორი - ალია
13:57 02-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,192

სანქცირებულმა მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა სინდისის პატიმარი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მიზეზი წიგნი „ვაცის ნადიმი” და მასში არსებული სიტყვები გახდა, რომელიც რეზო კიკნაძემ სასამართლოზე წარმოთქვა.

„ცეცხლი ოლიგარქიას! მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა“- ეს სიტყვები წარმოთქვა სინდისის პატიმარმა სასამართლო დარბაზის დატოვებისას, როცა ის მანდატურის სამსახურს ძალის გამოყენებით გაჰყავდა, მანამდე კი პროცესზე ვრცელი გზავნილი გააჟღერა.

„სანამ აქ შემოვიდოდი, წიგნი უნდა წამომეღო მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმი”. რატომღაც არ შემომატანინეს და თქვენი აზრით, რატომ არ შემომატანინეს?! ყველა წიგნის უკანა გვერდზე წერია განმარტება და ამ წიგნის უკანა გვერდზე განმარტებაშიც ნახსენებია სიტყვა “დიქტატორი”.

„ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია ყველა დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად, ასეა- ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება… „ცეცხლი ოლიგარქიას”, “რევოლუციამ არ შეგაშინოს, ძვირფასო მკითხველო” – ილია ჭავჭავაძე. მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა. ქართველი რუსს ყოველთვის სისხლის ბოლომდე… ყოველთვის ასე იქნება”,- განაცხადა რევაზ კიკნაძემ.

მოსამართლის მანტიით შემოსილი ლელა ცაგარეიშვილი, ბრალდებულს მოუწოდებდა, მხოლოდ საქმის გარემოებებზე ესაუბრა, იგი, მთელი ის 1 წუთი, რა დროც რევაზ კიკნაძე საუბრობდა, მუდმივად საუბრობდა პარალელურ რეჟიმში, ან აკაკუნებდა.

„შეწყვიტეთ, ბატონო რევაზ! არ გესმით?” – ითხოვდა მოსამართლის მანტიით შემოსილი პირი. 

მანამდე კი ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა:

“რაც ეს პროცესები მიმდინარეობს, როგორც ჩემთვის ცნობილია, არცერთი საქმის შეწყვეტა არ გაქვთ სტატისტიკურად. დასანქციორებული მოსამართლე ბრძანდებით და თქვენი სტატისტიკა, არცერთი საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე ის, რომ არ მომეცით ექსპერტიზის ჩატარების უფლება, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება თქვენი აცილების საფუძველი”- უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს, თუმცა ლელა ცაგარეიშვილმა მისი აცილების შუმადგომლობა არ დააკმაყოფილა. 

რეზო კიკნაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შეგახსენებთ, რომმ კიკნაძე სწორედ ის ახალგაზრდაა, რომელიც ირწმუნება, რომ დაკავების შემდეგ მას ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ.

http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved