• რეკლამა
  • კონტაქტი
19:14, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ვასილ კიკვიძე თავისი დროის გმირი იყოო… ვინც განადგურა და მოგსპო ის როგორ უნდა გიყვარდეს” – გიორგი კობერიძე კიკვიძის ძეგლის დემონტაჟზე

ალია ავტორი - ალია
13:54 07-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,559

ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას ეხმაურება ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე:

,,ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლი აიღეს და ზოგი აპროტესტებს. ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ჯერ რუსეთის იმპერიას და შემდეგ საბჭოთა რუსეთს ემსახურა და არანაირი დამსახურება არ აქვს საქართველოს წინაშე – მისი ძეგლი საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იდგეს.

მან თავი გამოიჩინა იყო უკრაინაში ებრაელების მასობრივ ხოცვა-ჟლეტით, დასალევი წყლის მოწამვლითა და დამოუკიდებელი უკრაინის მხარდამჭერების განადგურებით. 1919 წელსვე მოკვდა იგი. სოციალ-რევოლუციონერი და ანარქისტი იყო კიკვიძე. იგი არ აღიარებდა არანაირ ნაციონალურ მიკვუთვნებულობას, მაშასადამე, არც ქართული (ან სხვა) ერის უფლებას ეარსება დამოუკიდებლად.

მის ეთნიკურ წარმომავლობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი იდეურად ვისაც და რასაც ემსახურება, ის ხდება. მტერსაც შეიძლება ჰქონდეს ქართული გვარი და მოყვარესაც უცხოური, მაგრამ სწორედ ისაა მთავარი, შედეგით ვინ რა გააკეთა საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე. ეს დამნაშავეების განდიდება პოლიტიკური სტოკჰოლმის სინდრომია.

ქუთაისში უნდა იდგეს მღვდელი სიმონ მჭედლიძის ძეგლი, რომელიც სწორედ კიკვიძის ნაირმა კომუნისტებმა აწამეს და საფიჩხიის ტყეში დახვრიტეს. მან ყვა წამებას გაუძლო. სწორედ მისი სიმტკიცისა და ვაჟკაცობის გამო გაჩნდა ქართულ ენაში მიმართვაში “სიმონ”, როგორც გამძლეობისა და გაუტეხელობის სიმბოლო.

ხოლო ვისაც ვასილ კიკვიძე უყვარს და რუსეთი მიაჩნია თავის სამშობლოდ, შეუძლია წავიდეს “თავის სამშობლოში” და ერთგულად ემსახუროს მას, როგორც ვასილ კიკვიძე ემსახურებოდა. ჰო, ისიც წავიკითხე, კიკვიძე თავისი დროის გმირი იყოო. ჯერ გმირის მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ და მერე ისიც თუ ვისი “გმირი” იყო იგი. თემურ ლენგიც იყო ვიღაცის გმირი და ბარემ ძეგლს ხომ არ დაუდგამდით სადმე?!

ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკური მორჩილება და სტოკჰოლმის სინდრომი – ანუ მოძალადისადმი თანაგრძნობა და შეყვარება – აღარ უნდა გადაილახოს ამ ქვეყანაში?! ვინც განადგურა და მოგსპო ის როგორ უნდა გიყვარდეს.“

თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved