ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლები უკვე თითქმის ერთი წელია, დაზიანებული გზის აღდგენას ელოდებიან. ადგილობრივების განცხადებით, სეისმურად აქტიურ ზონაში მიმდინარე უკონტროლო მშენებლობების შედეგად, 11 თვის წინ საავტომობილო გზა ჩამოიშალა, რის გამოც საცხოვრებელ სახლებამდე მისვლა გართულებულია. მოსახლეობის თქმით, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების ავტომობილებსაც.
დაზიანებული გზა ამ დრომდე ბლოკირებულია, თუმცა, ადგილობრივების ინფორმაციით, მშენებლობა, რომელსაც დამატებით საფრთხეებს უკავშირებენ, არ შეჩერებულა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დევნილებით დასახლებულ კორპუსში.
ადგილობრივების პრობლემებს ადგილზე გაეცნო „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი ქეთი თურაზაშვილი.
წარმოიდგინეთ, ამხელა კორპუსი ააშენეს ისე, რომ არც ჰკითხეს აქ მოსახლეებს, იყვნენ თუ არა თანახმა ამაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დანრეგულ გზას რომ თავი დავანებოთ, მეწყრულ ზონას რომ თავი დავანებოთ, აქ ჩავარდა გზა და არის ძალიან დიდი საფრთხე. ასევე, ეს გზა მიდის სკოლასთან, აქ ყოველდღიურად ასობით ბავშვს უწევს გავლა, აქ არ დადის ტრასნპორტი, არ მოდის ტაქსი. ეს ადამიანები ძალიან რთულ მდგომარეობაშ არიან და ითხოვენ დახმარებას. არანაირი რეაგირება არ არის. მიმართეს გამგეობას, მიმართეს მერიას, აბსოლუტურად არავინ აქაურ მცხოვრებლებს ყურადღებას არ აქცევს, – ამბობს ქეთი თურაზაშვილი.











კომენტარები