• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვასამბეკ ბოკოვი ქილერი არ არის” – სკანდალური საქმის ახალი დეტალები

ალია ავტორი - ალია
23:01 06-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების ახალი დეტალები – “მთავარი არხის” ინფორმაციით, ვასამბეკ ბოკოვის დავალება მხოლოდ გიორგი გაბუნიას თვალთვალი იყო. მას უნდა შეესწავლა ჟურნალისტის გადაადგილების ტრაექტორია; უნდა გაერკვია სად ცხოვრობს, სად დადის, ვისთან ერთად მოძრაობს; უნდა დაედგინა ყველა დეტალი, რაც სამიზნეს უკავშირდებოდა. ამის შემდეგ ის საქართველოდან უნდა წასულიყო, სხვა, უკვე შემსრულებელი ჩამოსულიყო და საკონტროლო გასროლით მოეკლა.

ისინი, ვინც მთავარი არხის წამყვანის დაცვის წევრებმა შეამჩნიეს, ნამდვილად ძალოვანი უწყების თანამშრომლები იყვნენ, თუმცა როგორც ჩანს, მათი მიზანი არა გაბუნიას, არამედ ვასამბეკ ბოკოვის თვალთვალი იყო. სუს-ში ისიც იციან, რა მიზნით დაიოდა ბოკოვი პანკისში, თუმცა ამ დრომდე არაფერს ამბობენ. არ არის გამორიცხული, საქმეში არსებობდეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რადგან ჩვენი ინფორმაციით, ქართველ ძალოვანები რამდენიმე თვეა ფლობენ ინფორმაციას, რომ ტელეწამყვანის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ამჯერად ქართული სპეცსამსახურების მიზანი ხელისუფლებისვის არასასურველი ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აღმოჩნდა.

ქართულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საქმის დეტალები მაისის დასაწყისში, მაშინ გაიგეს, როდესაც უკრაინელმა კოლეგებმა ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს. 14 აპრილს უკრაინაში უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სააგენტოს უფროსი კადიროვის დავალებების შესრულებაში ამხილეს და დააკავეს. გენერალ შაიტანოვს ბრალად ვლადიმერ პუტინისა და კადიროვის მტრის მკვლელობის მომზადება და ამ საქმეში მილიონი დოლარის აღება ედება. ამ მასშტაბური ოპერაციის შემდეგ, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააპატიმრეს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში შეიტყვეს, რომ მზადდებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved