ვარშავაში გამართულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად რამდენიმე საათში $6.5 მილიარდი შეგროვდა.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ კონფერენციაზე თქვა:
“თანხა შეგროვდა სხვადასხვა ქვეყნისა და კომპანიის დახმარებით. კონფერენციის თანაწამყვანის, შვედეთის პრემიერმინისტრის მაგდალენა ანდერსონის თქმით, შეგროვებულმა თანხამ მათ მოლოდინებს გადააჭარბა. ”
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლონეთში დონორთა კონფერენციის წინ უკრაინულ ინტერფაქსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,რომ ეს კონფერენცია უკრაინისთვის ევროპული მარშალის გეგმის საფუძველი უნდა გახდეს.
კომენტარები