ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, შემდეგ კი ხანძარი მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებზე გავრცელდა. მოხდა კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კორპუსის მეშვიდე სართულზე ბინაში ნაპოვნია ერთი კაცის ცხედარი. ხანძრის შედეგად სხვა დაშავებული არავინაა. ადგილზე მობილოზებული იყო მეხანძრე-მაშველების 9 ეკიპაჟი.
კომენტარები