• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვარკეთილში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება

ალია ავტორი - ალია
11:04 01-27-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი დღეს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილნი იქნებიან ბრალდების მხარის მოწმეები.

ბრალდებულებს გამოძიება ძარცვის ეპიზოდში ედავება.

ძარცვის ბრალდებით დაკავებული გოგა გიგაურის ადვოკატის, ირმა ბრელიძის განცხადებით, საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდების მხარე ედავება კონკრეტულად ძარცვას, რომელიც საქმის წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილნი იქნებიან მოწმეები, რომლებიც არიან ზოგადი ხასიათის. არც ერთი მოწმე არ არის პირდაპირი ხასიათის, რომელიც თუნდაც დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან რაიმე კონკრეტული მოქმედების განხორციელებას, რომელიც ობიექტურად დაინტერესებულ პირს დაარწმუნებდა, რომ გ.გ-მ ჩაიდინა ძარცვა. იგი სრულიად უდანაშაულოდ ზის მთელი ამ ხნის განმავლობაში და ფაქტობრივად, მის მიმართ ამ დრომდე მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ გამოკვეთილა. თუმცა, სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს დაცვის მხარის უფლებების შელახვით. თანაბარი უფლებებით ვერ ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, ვინაიდან ძირითადი დრო მიაქვს ბრალდების მხარეს. მე ველოდები, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დადგეს, რადგან მას ეს კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენია. უფრო მეტიც ეს ჩვენებები, ოთხი მოწმე, რომლებიც ჩვენებებს იძლეოდნენ, ეს იყო გადაკოპირებული, იგივე დაზეპირებული ჩვენებები, რაც ვერაფრით ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. მეტ ობიექტურობას მოვითხოვთ დაცვის მხარე. შეიძლება, საქართველოში ვერ მივაღწიოთ, მაგრამ ჩვენც და გ.გ-ს ოჯახიც მზად ვართ, თუ საქართველოში ვერ მივაღწიეთ სამართლიან სასამართლო გადაწყვეტილებას, ალბათ დავას გავაგრძელებთ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში“, – განაცხადა ადვოკატმა ირმა ბრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved