• რეკლამა
  • კონტაქტი
06:02, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა, ეს პერიოდი, მაქსიმუმ 2-3 თვე გავიჭირვოთ და ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, გამავრცელებელი ვირუსის – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:02 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

 ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა. ძალიან ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანცია და ხალხმრავალი შეკრებების, ქეიფების, ქორწილების და ქელეხების, სამწუხაროდ, არ გამართვა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ 2-3 თვე არ გადაიხადონ ქორწილები და ქელეხები, რადგან სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამავრცელებელი ვირუსის.

„თქვენი მისამართით და ზოგადად, მედია გვესწრება და მინდა, კიდევ ერთხელ,  მივმართო მოსახლეობას თხოვნით, რომ ეს პერიოდი, მაქსიმუმ 2-3 თვე გავიჭირვოთ და ეს ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, გამავრცელებელი ვირუსის. ქორწილის გადახდა შემოდგომაზე, მგონი, კიდევ უფრო სასურველია.

ჩვენ ახლა მოგვიწია გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენი გათვლებით, არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე და მეორეს მხრივ, მინდა, აქვე ვისაუბრო, კიდევ ერთხელ, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ვაქცინების საკმარისი რაოდენობის შეტანა, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ოპონენტები გვაკრიტიკებენ, კიდევ რაღაცეებს გვაბრალებენ, მაგრამ ფაქტი არის სახეზე და ჩვენ ყოველთვის შედეგზე უნდა ვისაუბროთ. შედეგი არის ის, რომ ქვეყანაში 3 მლნ-ზე მეტი ხარისხიანი ვაქცინები გვაქვს – „ფაიზერი“, ჩინური ვაქცინები და ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომია ჩვენი მოსახლეობისთვის“, –  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს.

„მიმდინარეობს ტენდენცია გლობალური და ვისმენთ რა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებებს, პროგნოზებს, ეს პანდემია გაგრძელდება, მეგობრებო. ეს არ დასრულდება წლის ბოლოს. ვინმეს არ ჰქონდეს  პროგნოზი და განცდა, რომ მთელ მსოფლიოში პანდემია დასრულდება წლის ბოლო, ასე არ იქნება, არ მოხდება, შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე წელიწადი, 2-3. მეცნიერები ვერ ამბობენ ზუსტ პროგნოზს, იმიტომ, რომ დამოკიდებულები არიან ადამიანების, ანუ ჩვენს  ქცევაზე. ჩვენი ქცევა რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში, ყველაზე გონივრული და მომიტევეთ, ჩემს მოკრძალებულ აზრს გეტყვით კიდევ ერთხელ –  აუცილებელია აცრის ჩატარება, როგორც ადამიანები იცრებიან ჩვეულებრივ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, ანალოგიურად მიმდინარეობს ტენდენცია და საუბარი იმაზე, რომ ანალოგიურად დაიწყება და დამკვიდრდება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში აღნიშნული აცრების ჩატარება. აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს აღნიშნულ აცრას. ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში  საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა, საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ,  ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და უნდა ავიცრათ ყველა, დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები,  მეგობრები, რომ ყველა ავიცრათ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ვიცი ჩემს ირგვლივ, ახლობლები, რომლებიც ძალიან ჯანმრთელები, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კოვიდს შეეძლო გამოეწვია მათი სიკვდილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვენი ქვეყანა“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved