• რეკლამა
  • კონტაქტი
20:37, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვამხილე პატრიარქი… პედოფილმა მღვდლებმა ჯერ ავარია მომიწყვეს, შემდეგ მომწამლეს” – ქრისტეფორე წამალაიძის წერილი

ალია ავტორი - ალია
16:37 11-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,377

მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, ქრისტეფორე წამალაიძის წერილს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“ილია მეორის მიერ დევნილ და დასჯილ ეპისკოპოსის, მეუფე  ქრისტეფორე წამალაიძის განცხადება:

“1979-80 წლებში, მე ვიყავი ქორეპისკოპოსი და უაღრესად ნათლად დავინახე რა ფორმებით ხრწნიდა ათეისტური კაგებე და მისგან ეკლესიაში შემოგზავნილი აგენტურა, განსაკუთრებით პედოფილი მღვდელმთავრები ჩვენს ეკლესიას!

ყოველივე ამის შესახებ საპროტესტო ხმა ავიმაღლე საჯაროდ, როგორც სიტყვიერად ისე ოფიციალური წერილებით! 

ამის გამო დამიპირისპირდა სინოდის თითქმის ყველა წევრი პატრიარქის ჩათვლით!  

პატრიარქი თითის ქნევით დამემუქრა და მას შემდეგ დაიწყო ჩემი არნახული დევნა-შევიწროვება!

ყველაფერში ვამხილე პატრიარქი და წერილობით მოვითხოვე ქორეპისკოსის თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების შესახებ!

სრულყოფილად შევიცანი და შევისწავლე პატრიარქი, მისი ბუნება და მისი მართვის მეთოდები!

არა მხოლოდ პატრიარქი დამემუქრა, არამედ რელიგიის რწმუნებული გივი შალვას-ძე მაისურაძე და ედუარდ შევარდნაძე!

ჯერ  ავტოავარია მომიწყვეს, დავიმტვერი, მაგრამ სასწაულებრივად გადამარჩინა უზენაესმა ღმერთმა, შემდეგ მე და ჩემი მძღოლი იური ბაბაშვილი მოგვწამლეს სოფ. ბარდუბანში, დემურ ბარდაველიძის ოჯახში..  

უზენაესმა ღმერთმა, პროფესორმა ნინო მგელაძემ და ექიმებმა, ხუტა პაჭყორიამ და ზურაბ ენუქიძემ სიკვდილს გამოსტაცეს ჩემი თავი!

პედოფილი მღვდელმთავრების მიერ დაიგეგმა ჩემი ლიკვიდაცია, ამის შესახებ ჩემს დედობილს საიდუმლოდ მიაწოდა ინფორმაცია მორწმუნე პიროვნებამ, მან თანხის რაოდენობაც კი უთხრა დედობილს, უკვე გადახდილი ჩემი ლიკვიდაციისთვის 150 000 მანეთი! 

შეტყობინებისთანავე წამოვედი შუა ღამით, რომ არავის გაეგო და მეტეხში გავჩერდი ერთი თვე, მანქანაც მეტეხში მყავდა.

გვიან საღამოთი გამომიარეს ჩემმა ახლობლებმა და თავიანთი მანქანით წამიყვანეს თბილისში!

ღამით თურმე ავის მზრახველებმა მთელ სოფელში გამორთეს ელექტრო შუქები და ყაჩაღები შუაღამისას თავს დაესხნენ შენს ოჯახს, თითქოს ძარცვის მიზნით, ამ დროს ოჯახს ჰქონდა მხოლოდ 3 მანეთი, მომხდურები უთენია დილამდე არ მიდიოდნენ, მეუღლეს ეჩხუბებოდნენ და სთხოვდნენ ეთქვა სად ვიყავი მე !

მომხდურმა სილა გააწნა მეუღლეს, გამწარებული მეუღლე ყელში სწვდა შეურაცხმყოფელს და ფრჩხილებით დასერა მისი ყელი, ტკივილმიყენებულმა მომხდურმა მეუღლეს ხელები ხანჯლით დაუსერა!

ეს მოხდა 1983 წელს.

შემატყობინეს მომხდარის შესახებ და სასწრაფოდ დავბრუნდი მეტეხში, მეუღლე ნაცემი და საკმაოდ სისხლდაკარგული საავადმყოფოში დაეწვინათ!

კასპის რაიონის მთავარი გამომძიებელი იყო მეუღლის ალალი მამიდის შვილი შოთა თაბუაშვილი, მოიძიეს  ყველა საეჭვო პიროვნება, მეუღლემ უთხრა გამომძიებელს მომხდურს ყელზე აუცილებლად ექნება ჩემი ფრჩხილებით მიყენებული ნაკაწრებიო, მართლაც სიცხეში ყელზე შემოხვეული “კაშნით” მიაგნეს, მოჭიდავე, შავი სამყაროს წარმომადგენელ ამირან იაძეს, ზედმეტ სახელად “გუძას”, მან თავის თანამზრახველები ვინებიც თავდასხმის დროს თან ახლდა არ გასცა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მას მიუსაჯეს 12 წლით პატიმრობა!

როგორც ციხიდან გამოჟონილი ინფორმაციით შევიტყვეთ, გუძას უთქვამს , თუ მალე ციხიდან არ გამიყვანენ ყველაფერ სიმართლეს ვიტყვიო!

ამ სიტყვის თქმის რამდენიმე დღის შემდეგ გუძა ციხეში სიცოცხლეს გამოასალმეს!

ყოველივე ინფორმაცია ჩემს ხელთ არსებული გავაცანი ჩემს უახლოეს მეგობარ მღვდელმთავრებს, მეუფე შიოს და ამბროსის!

მოვითხოვეთ სინოდის კრების მოწვევა, სადაც უნდა განხილულიყო პედოფილებისა და აგენტების საკითხი, მაგრამ პატრიარქმა ყველაფერი საშუალება გამოიყენა, რათა სინოდის კრება არ ჩატარებულიყო ამ საკითხთა შესახებ! 

დაიწყო ისევ ჩვენი გაათმაგებული დევნა-შევიწროვება!”

ნოემბერი, 2022″

 

 

თეგები: ქრისტეფირე წამალაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved