ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით პარლამენტში დაბრუნდეს.
როგორც გელაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ ეს საკითხი განიხილება და თავადაც თანახმაა.
„ჯერ არ შემოუთავაზებიათ ოფიციალურად ჩემთვის, თუმცა ვიცი, რომ საკითხი განიხილება. შემოთავაზების შემთხვევაში, მე დავთანხმდები“,- განაცხადა გელაშვილმა.
კომენტარები