• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვალამაზებდი? თვალთვმაქცობდი? პოლიტკორექტულ სიტყვას ვირჩევდი?” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:26 12-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
557
დეპუტატი, რომან გოცირიძე:
გუშინ, ეკა კვესიტაძის გადაცემაში, პირველად იყო შემოთავაზება და მცდელობაც კრიტიკულად გვესაუბრა ოპოზიციურ მედიაზე, თუმცა გადაცემის უდიდესი ნაწილი თავად ოპოზიციის სისუსტეს და მის პრობლემებს შეეხო. თავიდანაც ასე იყო ჩაფიქრებული.
ტერმინებზე: არასდროს ვიყენებდი სიტყვას “ოპოზიციური” მედია. ეს ფაქტობრივად სინონიმია “პარტიული მედიის”. ვამბობდი “კრიტიკული მედია”. ვალამაზებდი? თვალთვმაქცობდი? პოლიტკორექტულ სიტყვას ვირჩევდი? ალბათ ყველაფერი ერთად.
ქართული დამოუკიდებელი მედია მრავალ ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა გამო იყო პარტიული მედია. ბევრი რამ დაატყდა თავს მისი ჩასახვიდან დღემდე. ასევე მრავალ გარემოებათა გამო ვხედავთ, რომ ხდება მისი ტრანსფორმირება და ყველაზე დიდი ტვირთის, პარტიულობის ჩამოშორება. ბოლო პერიოდში დამოუკიდებელი მედია უფრო არის არა პარტიული მედია, არამედ პარტიულად მიკერძოებული მედია. ეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, წინასთან შედარებით, უკეთესი, რა თქმა უნდა.
გაიხსნა თუ არა დისკუსია, როგორი იყო და როგორი უნდა იყოს თავისუფალი მედია? არა მგონია. არც დროულია, როცა საარჩევნო პერიოდი იწყება. კონიუნქტურა ბევრ რამეზე მოქმედებს. “ახლა ამის დრო არ არის, უფრო დიდი პრიორიტეტები გვაქვს”- სამწუხაროდ, მუდამ იყო რაღაცის კეთების სამომავლოდ გადადების საბაბი. მხოლოდ დისკუსია რომ საქმეს შველოდეს, მაშინ ადვილად ყოფილა საქმე. ეს ასე არ არის. თუ როგორია მედია, ამას დიდწილად განაპირობებს ის, თუ როგორია ხელისუფლება. “შეიცვლება ხელისუფლება და ყველაფერი კარგად იქნება”-ესეც სტანდარტული დამამშვიდებელი პასუხია. ხელისუფლება ბევრჯერ შეცვლილა, მაგრამ მედია არასდროს ყოფილა კარგად.
წარსული გამოცდილება და მომავლის იმედი ( “სტატუსიანები” ვართ ბოლო-ბოლო), უფრო ოპტიმისტურად უნდა განგვაწყობდეს. რაღაცები რომ შეიცვლება, პირადად მე ამის მოლოდინი მაქვს.
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved