ტვ. პირველის ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე დაკავებულია „გრინსერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებას აღნიშნულის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„პირველების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე იმყოფება ასევე „გრინსერვისის“თანადამფუძნებელი კობა ხარშილაძე.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას სიცოცხლის გაადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარები