• რეკლამა
  • კონტაქტი
04:17, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვახტანგ გომელაური – მადლობა ავთანდილ გალდავას გმირული ნაბიჯისთვის

ალია ავტორი - ალია
18:34 10-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

მადლობა ავთანდილ გალდავას, რომელსაც ერთი წამით უარი არ უთქვამს და არ შეუდრეკია თავისი გმირული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გუშინ ყველაფერი გაკეთდა, რათა ერთ ადამიანსაც კი არაფერი დაშავებოდა.

მისი თქმით, გუშინ მძიმე დღე იყო ყველასთვის, მათ შორის შსს-სთვის, მძევლებისთვის.

„შენობის შიგნით დარჩენილი 43 ადამიანისთვის ყველაფერი გააკეთეს შსს-მ, ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ეს იყო შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან, პრემიერ-მინისტრთანაც. დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა. იყო ეტაპობრივი გამოშვევები, ჩვენი თანამშრომელი მივიდა, უთხრა, გამოგყვებით ხუთი, ათი კაცი, რამდენიც გინდა. თავიდან უარს ამბობდა, მერე დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე. მადლობა ავთანდილ გალდავას, რომელმაც თავი გაწირა. არც ჩემთვის იყო ადვილი გადასაწყვეტი თანამშრომლის გაშვება. ის ადამიანი ან დაბრუნდებოდა, ან არა. ერთი წამით უარი არ უთქვამს. თავისი გმირული ნაბიჯისთვის მადლობა მინდა ვუთხრა. წაიყვანა მძევლებიც  – სამი ადამიანი, რომლებიც მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის დაგვეკავებინა, მანქანიდან გადავიდა და მიიმალა გამთენიისას. გამოძიების მიმდინარეობაზე ვერაფერს გეტყვით, ერთმა სიტყვამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გამოძიებას. 43 მძევალი გავათავისუფლეთ. მეორე ეტაპია, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved