• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება “ოცნებას“

ალია ავტორი - ალია
19:03 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

“ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო წუხილს გამოთქვამენ.

ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ.

ვწუხვართ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოცხადდა 27 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტებსა თუ მთავრობის მეთაურებს.

ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რეპრესიების შემაშფოთებელი დაანონსებით, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონით“, რომელიც ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და ასახელებს მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავს ლგბტქი ადამიანების უფლებებს, ასევე თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე.

გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის ზრდას. ევროკავშირი არ მოითმენს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას.

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი კურსი. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მომავალი და სიღრმე სასწორზე დევს.

ჩვენ ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, დაიცავს ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს, მათ შორის თავისუფალი და უსაფრთხო საარჩევნო კამპანიის ჩატარებით.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. 

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved