• რეკლამა
  • კონტაქტი
15:00, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაგროვებთ წაკითხულ ლოცვებს, წირვაზე დასწრებას… თითქოს ვიმზადებთ ,,საშვს“… – დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:29 01-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლი, დეკანოზი, გურამ ჭარელაშვილისაზოგადოებას ხშირად უზიარებს საჯაროდ საინტერესო მოსაზრებებს. მისი რჩევები, მოწოდებები, თითქოს განსხვავებული და განსაკუთრებულია სხვა სასულიერო პირებისგან.

ფაქტებზე დაყრდნობით, არგუმენტებით არაერთი საინტერესო ინფორმაცია გაუვრცელებია, რომელიც შეიძლება თქვას, რომ იმ ადამიანებსაც კი აფიქრებს, რომლებიც მორწმუნეთა, “ღრმად მორწმუნეთა“ და „მცირედ მორწმუნეთა“ კრიტიკით არიან დაკავებულები.

აი რას წერს დეკანოზი ცხოვრებისეულ ინტერესებზე, ყოფით პრობლემებსა და სამომავლო მისწრაფებებზე.

ვერ დაეზღვევი…! ვერ შეაგროვებ…! არ არსებობს გარანტია…!

ეკონომიკა (οίκος – სახლი, და νομος – ვმართავ) – შეისწავლის საქონლის სწორად განაწილებას, მოხმარებას.

თანამედროვე სამყაროში ჩვეულებრივი რამაა ადამიანი აღმოჩნდეს ,,კარგი ეკონომისტი“

– დააზღვიოს – მანქანა, სახლი, ჯანმრთელობა და ა.შ

– დააგროვოს – ფული, ქონება

– გარანტირებული – იყოს მთელი ცხოვრება ფინანსურად და ბევრს საკმაოდ ,,წარმატებულადაც“ გამოსდის ეს საქმე.

მოკლედ, ყველა თავად წყვეტს, საით მიმართოს საკუთარი ცხოვრების ინტერესი, რა შეაგროვოს, რომ თავი იგრძნოს ,,დაცულად“ და ბედნიერად…მაგრამ, პრობლემა იწყება იქ, როდესაც ეს ფსიქოლოგია, (გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად) არასწორად გადმოდის სარწმუნოების საქმეში და ვიღებთ – ,,მორწმუნე ეკონომისტს“… , რომელიც არასწორად აგროვებს…

– ვაგროვებთ – წაკითხულ ლოცვებს – დაუჯდომლებს – ფსალმუნებს, წირვაზე დასწრებას და სხვა მსგავსს, თითქოს ვიმზადებთ ,,საშვს“…

– გარანტირებული გვგონია ჩვენი ადგილი ,,იქ“…

ზუსტად ვიცით, ვცხონდებით – ჩვენ, როგორც – სიწმინდის დამცველები, ხოლო ჯოჯოხეთისთვის განწირულია – სხვა, როგორც – მტერი, ჯაშუში, მოღალატე…

– დაზღვეულები ვართ – ნათლობით, წინაპრების მართლმადიდებლობით და წილხვდომილობით…

ესეთი ,,ეკონომიკით“ შექმნილი ,,დაცულობაა“ სულიერ ცხოვრებაში ყველაფრის დიდი მტერი! – როდესაც აღარავინ და აღარაფერი მაქვს (მყავს) მოსაპოვებელი, მოსაძიებელი, შესამეცნებელი და რაც მთავარია შესაყვარებელი…!

რა დამრჩენია?! ,,ძალით“ დავიცვა ეს ,,გარანტირებული“ მდგომარეობა…

რაც ნიშნავს რომ, ,,გავჩერდი“ ანუ ,,სულიერად მოვკვდი“! (ჩვენ ხომ ,,მოგზაურები“ ვართ, ამიტომ ,,მოძრაობა“ ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა…)

საშველი…

შეგროვება – შეიძლება არა ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, არამედ ამ ,,პროცესში”, იმ განსაკუთრებული წამებისა (თუ წუთებისა, რომელიც გცვლის და გზრდის) :

– როდესაც გრძნობ, რომ ,,შეგეხო“ ღმერთი…(დამშვიდდი, განათლდი, შეგიყვარდა, გამდიდრდი…)

– ან, როდესაც მან (სხვა ადამიანმა) იგრძნო რომ, შენი მეშვეობით მას,,შეეხო“ შემოქმედი და შენ კი მის თვალებში, ხმაში, ქმედებაში და ცხოვრებაში, ეს ,,ბრწყინვალება“ ამოიკითხე და ხარობ…

დაზღვეული – ხარ მხოლოდ მაშინ, როდესაც ,,მოძრაობ“ ანუ ყველაზე დიდი (მუდმივი ,,ინტერესი”) საზრუნავი და მოსაპოვებელი შენთვის, არის ღმერთი და ადამიანი, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი დრო ამ მიმართებით, არის ,,აქ და ახლა“ (არა წარსული და მომავალი), სწორად ეს საოცარი ,,წამი“… და ზუსტად ის ადამიანი, ვინც ,,დღეს არის შენი სტუმარი”…

ამდენად, ყველაზე დიდ ,,გარანტიაც“ ხელშესახებად ახლოა… ვეძებოთ და ვიპოვით – ეს არის სასუფეველი, რომელიც ჩვენშივეა…, მართალია ის მუდმივად ,,მოსაპოვებელია“, მაგრამ თუ ერთხელ ,,გემო“ გაუგე ,,მისკენ“ საოცარი მიზიდულობა გიჩნდება… !

მთავარი პირველი ნაბიჯია…! გაუღიმე ადამიანებს და დაიწყე მოძრაობა…

! ლაღად, უბრალოდ, ,,მძიმე ჩანთის“ გარეშე დაიძარი, ,, ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს…“, მიუტევე უფალს ზრუნვა და მან გამოგზარდოს (ანუ გამოგზაუროს…) შენ!

! რაც უფრო მსუბუქია ,,მოგზაურის ჩანთა“, მით უფრო სწრაფი და ხალისით სავსეა სვლა…

ჩემთვის ესაა ,,მზარდი ეკონომიკა“… ჩვენ ხომ ,,მოგაზურები“ვართ და იქ უნდა ,,შევაგროვოთ” სადაც მივემგზავრებით…“,- წერს დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved