• რეკლამა
  • კონტაქტი
19:25, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უზრუნველყავით რამიზ რამაზანოვის სახლში დაბრუნება, დაიწყოს გამოძიება – NGO-ები ხელისუფლებას

ალია ავტორი - ალია
14:06 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

დმანისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, რამიზ რამაზანოვის გაუჩინარებას და სავარაუდო პოლიტიკურ შევიწროებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს ყველა ზომა რამაზანოვის უსაფრთხოებისა და ღირსების დასაცავად.

რამაზანოვი უკვე 2 დღეა, სახლში არ იმყოფება. ოჯახის წევრების განმარტებით, ის მათთან კონტაქტზეა, თუმცა ადგილსამყოფელი და ზუსტად რა ხდება მასთან, არ იციან. სახლთან პოლიციაა მობილიზებული

ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა უწყებას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

“ადგილობრივი ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰუსეინ ჰუსეინოვის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ რამიზ რამაზანოვმა მას უთხრა, რომ „ან ხმა უნდა მისცეს “ოცნების” თავმჯდომარეობის კანდიდატს, ან თავი უნდა მოიკლას.” რამაზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით შესული მაჟორიტარი დეპუტატია. ის პირველად არის საკრებულოს წევრი, მანამდე კი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ორუზმანის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. ჩვენს მიერ ადგილობრივებისგან მოპოვებული ინფორმაციით, რამიზი საქმეს კარგად უძღვებოდა. თუმცა 2 კვირის წინ საგანგებო, განმეორებითი ინსპექტირების შემდეგ მოულოდენლად, საკუთარი განცხადებით დატოვა სამსახური”, – აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობოებს უჩნდებათ ეჭვი, რომ რამიზ რამაზანოვის გარშემო მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის მხრიდან მისი მხარდაჭერის მოპოვების და ამისთვის მისი პოლიტიკური შევიწროების მიზანს ატარებს.

“ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ხელისუფლების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები მიუღებელია. ის არსებითად აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა უმძიმესი გამოცდილება, როდესაც სავარაუდო პოლიტიკური შევიწროების და ზეწოლის გამო ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რიგ შემთხვევებში კი, ადამიანების სიკვდილით დამთავრდა (მაგალითად, ია კერზაიას საქმე, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე). როგორც ჩანს, პერიფერიებში ამგვარ პრატიკას  კიდევ უფრო მძიმე და შიშველი ფორმები აქვს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სკოლის დირექტორების უკანონო მიყურადებისა და მასობრივი კონტროლის შესახებ შემაშფოთებელია. ის საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების, ისევე, როგორც ადამიანის უფლებების შეზღუდვის უმძიმესი ფორმაა. ამასთან, პოლიტიკურ პროცესებში სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება კიდევ უფრო შემაშფოთებელი ჩანს. ეს აზიანებს მათ მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.

ამგვარი გამოცდილებები მოქალაქეებს უკარგავს ნდობას პოლიტიკური პროცესების მიმართ და პარალიზების ეფექტი აქვს მათი პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით. ცხადია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამგვარ პრაქტიკას დამატებითი სოციალური  შინაარსი აქვს, მით უფრო, რომ რამდენიმე თვის წინ დმანისი მძიმე დაძაბულობის ადგილი იყო”, – წერენ ორგანიზაციები.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს

უზრუნველყოს რამიზ რამაზანოვის დაბრუნება სახლში. მისი უსაფრთხოების, თავისუფლების და ღირსების დაცვა;

საქართველოს პროკურატურას

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რამიზ რამაზანოვის სავარაუდო პოლიტიკური დევნის ფაქტებზე და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პროცესის შესახებ;

პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”

გაიაზროს ამგვარი ქმედებების მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგი და პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოში დააბრუნოს.  

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
თეგები: რამიზ რამაზანოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved