• რეკლამა
  • კონტაქტი
09:50, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უზრდელი ვუწოდე და „კოპწია“ მეუღლემ აქაც დუმილი ამჯობინა” – რას წერს მათიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:08 09-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
757

“ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილი მიუნხენში მომხდარ ინციდენტს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქემ “მონა და სამშობლოს გამყიდველი” ეძახა ეხმაურება და წერს:

 

სერიების ციკლიდან „რიგით მოქალაქეებად“ შენიღბული რადიკალები. FB-ზე მიუნხენის აეროპორტში მალულად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა ვინმე ნინო შველიძემ, რასაც ტვ „მთავარის“, ტვ „პირველის” და „ნაცმოძის“ სხვა რუპორი ანასხლეტების აღტაცებული ყიჟინი მოჰყვა.

სინამდვილეში, საქმე იყო შემდეგში: 25 აგვისტოს, ოჯახთან ერთად ვბრუნდებოდი თბილისში, როდესაც მიუნხენის აეროპორტში თავს დამესხა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც თავი „რიგით მოქალაქედ“ გაასაღა. როგორც ასეთ სიტუაციაში მოგვიანებით ირკვევა ხოლმე, „რიგითი აღშფოთებული“ მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე აღმოჩნდა. „ნაცმოძური“ რადიკალიზმით დახუნძლული „აღშფოთებული რიგითი“ შველიძე, ჟანრისთვის დამახასიათებელი, რადიკალებისათვის ჩვეული უღირსი ფორმით ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გაიძახოდა „ბრძნულ“ შეგონებებს, ცდილობდა შეურაცხყოფის მოყენებას. როგორც შემდგომ ასევე გაირკვა, ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით, სავარაუდოდ იღებდა „რიგითი“ რადიკალის მეუღლე, რომელსაც ინციდენტის დროს კრინტიც არ დაუძრავს. ყველაზე მძიმე აქ ის არის, რომ, როგორც აღმოჩნდა, ქალბატონ შველიძეს „ნაცმოძური“ აჟიტირება იმდენად ღრმად აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ საკუთარი არასრულწლოვანი შვილების გვერდით ყოფნაც არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი „ნაცური“ სულისკვეთების გამჟღავნებისგან და შეურაცხმყოფელი უღირსი ფრაზების სკანდირებისგან თავის შეკავებისთვის. რადიკალობა, ყველაფრის მკადრებლობის სინონიმი რომ არის, აი ბატონო, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი! მოკლედ, კეთილშობილ ცხოველს რას ვერჩი, მაგრამ სახედრისგან წიხლი არ მწყენია, საკადრისი პასუხი კი გავეცი და უზრდელი ვუწოდე. „კოპწია“ მეუღლემ აქაც დუმილი ამჯობინა.

ამ ისტორიაში ორი რამ არის საინტერესო და დამაფიქრებელი:

1) რადიკალებს და მათ მხარდამჭერებს „რიგით აღშფოთებულ“ მოქალაქეებად შენიღბვა მაინც არ გამოგდით და ჯობია გულწრფელად გამოტყდეთ „ნაცმოძის“ სიყვარულში, ეგ არის თქვენი მძიმე ხვედრი.

2) რადიკალიზმი პირდაპირი მნიშვნელობით ღუპავს ადამიანს, თვალებზე გადაფარებული „ნაცური“ ბინდი საკუთარ არასრულწლოვან შვილებსაც არაფრად აგდებინებს, ხელს ყველაფერზე აწერინებს და ყველაფერს აკადრებინებს!

ამის პირდაპირი დასტურია უმძიმესი ტრაგედია, რომელიც გუშინ წყალტუბოში დატრიალდა: „ნაცმოძურ“, ფაშისტურ მივარდნას, ლანძღვას და შეურაცხყოფას ადამიანური მსხვერპლი მოყვა პირდაპირი მნიშვნელობით, უკადრებელი ვერ აიტანა „ქართული ოცნების“ წევრმა ერმილე გიგიაძემ და ადგილზე გარდაიცვალა! ეს არის „ნაცმოძური“ რადიკალიზმის სახე, ლაკმუსის ქაღალდი, სისხლში გასვრილი ხელები და ადამიანური მსხვერპლი. ამას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეძახიან ფსევდოლიბერალები ქვეყნის შიგნით და მათთვის დავალების მიმცემი ქვეყნის გარედან, რეალურად კი შეურაცხყოფით და ცილისწამებით ადამიანის მოკვდინებაა ანუ ის რაშიც ეს ოდენ გაწაფულები არიან „ნაცმოძი“ რადიკალები“, – წერს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს, “ქართული ოცნების” დეპუტატს, დავით მათიკაშვილს, აეროპორტში მონა და სამშობლოს გამყიდველი ეძახეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved