• რეკლამა
  • კონტაქტი
23:37, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უცნობმა პირებმა “დიტო ცინცაძის ფონდის” საქველმოქმედო ყუთებში 10 000 ლარზე მეტი დატოვეს

ალია ავტორი - ალია
10:55 08-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

უცნობმა ადამიანებმა თბილისის სუპერმარკეტში განთავსებული “დიტო ცინცაძის სახელობის ფონდის” საქველმოქმედო ყუთებში 10 000 ლარზე მეტი დატოვეს. ამის შესახებ ფონდის სოციალური ქსელის გვერდიდან გავრცელდა ინფორმაცია. 

ფონდმა მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს და თქვა, რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს საჭირო წამალი დღესვე მიეწოდებათ.

“სულ ასე ხდება… სიკეთის გზა ნათელია!

უკიდურესად მძიმე ფინანსური მდგომარეობაა ფონდში, პანდემიამ ჩვენი დონორების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შეამცირა, ზოგი ბიზნესი დაიხურა, ზოგმა დააპაუზა საქმიანობა, შესაბამისად ფონდში ყოველთვიურად ჩარიცხული თანხები განახევრდა, ბენეფიციართა რაოდენობა კი იმატებს, ბოლო დროს ჩვენს მიერ განთავსებულ განცხადებებზე ოჯახის საბანკო რეკვიზიტებია მითითებული, რადგან ჩვენ ვეღარ ვახერხებთ მათთვის სათანადო ფინანსური დახმარების გაწევას. ამ დროისთვის 4 ბენეფიციარს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები გერმანიიდან, ერთი გადასაყვანია ფრაიბურგის კლინიკაში სასწრაფო ოპერაციის ჩასატარებლად… ასეთ დროს ვახდენთ ყველა რესურსის მობილიზებას, გუშინ “გუდვილის” ობიექტები ჩამოვიარეთ და აი, გზავნილიც კეთილი ადამიანებისგან, საბურთალოს და დიდი დიღმის ფილიალებში 10 045 ლარი და 6 დოლარი ამოვიდა, ეს მხოლოდ ქაღალდის ფული, რკინის ფულის ინკასაციაც დღის ბოლომდე განხორციელდება, რაც, როგორც წესი, საშუალოდ 2 000 ლარამდე გამოდის ხოლმე.

პირველ რიგში, მადლობა იმ კეთილ ადამიანს/ადამიანებს ვინც მადლი ყუთში ჩაგვიდო და “გაიარა”, ასე უხმოდ და გულიანად, აუცილებლად დაგხვდებათ წინ ჩვენი ანგელოზებისთვის გაწეული სიკეთე, ჩვენს ბავშვებს კი საჭირო წამალი დღესვე მიეწოდებათ“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved