• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უცხოეთში ქართველი ექიმების შრომით და მიღწევებით აღფრთოვანებულები არიან“

ალია ავტორი - ალია
22:27 03-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მსოფლიო საშიშ ვირუსს ებრძვის, არ დარჩა ადამიანი, ვინც ამაზე არ ფიქრობს, ძირითადად მაღალი სამოქალაქო შეგნებით, თუმცა ისეთებიც არიან, ვინც საფრთხეს რეალურად არ აღიქვამს და თავად ხდება სხვებისთვის საფრთხე. ახლაც ყველაზე მეტი იმედით, მილიონობით ადამიანი შესცქერის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენ ამ სფეროშიც გამორჩეული პროფესიონალები გვყავს და განსაკუთრებულად გვეიმედებიან, ბევრ მადლობას იმსახურებენ და დიდ დაფასებას თუნდაც იმით, რომ საკუთარ თავს გავუფრთხილდეთ და ამით შევუმსუბუქოთ ტვირთი, რომელიც ახლა ყველაზე მეტად აწევთ…ვფიქრობ, მადლობას იმსახურებს ჩვენი მთავრობა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი, რომლებიც კოორდინირებულად ყოველდღიურად, მგონი, მართლა შეუძლებელს აკეთებენ და მაქსიმალურად გვიცავენ. მე ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობარი, ეს პრობლემა ყველას ერთნაირად გვაწუხებს, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ამ გამოწვევას, ქართველი ექიმების შრომით და მიღწევებით აღფრთოვანებულები არიან. მთელი მსოფლიო მტკივა ახლა, განსაკუთრებით საქართველოსთან ერთად იტალია, სადაც ასეთი რთული სიტუაციაა და როცა ამას ვაცნობიერებ, მერე უფრო მეტად ვხვდები, საქართველომ აქამდე რამდენი შეძლო. ნუ ჩავუყრით ამ შრომას წყალში ჩვენს ექიმებს, ჩვენს მთავრობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავრჩეთ სახლში, შევამციროთ რისკები, მეტი საშუალება მივცეთ მათ, ვისაც ეს ეხება და გამოსდის, სიტუაცია უკეთესად მართონ, დავეხმაროთ ჩვენი სიფრთხილით მათაც და პირველ რიგში, საკუთარ თავს, ახლობლებს, მშობლებს, ოჯახებს, მეგობრებს… საქართველომ ბევრი გადაიტანა უახლოეს წარსულში, მათ შორის ორი ომი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანად მოქმედება, იმიტომ, რომ უხილავ მტერს ვებრძვით, რომლის წინააღმდეგ ჯერ ვაქცინა არ არსებობს და მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება – სახლში დარჩენა და ერთმანეთზე ზრუნვა. ესეც გაივლის, ამასაც გავუმკლავდებით თუ ერთად ვიქნებით“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved