• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უცხოელი ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ალია ავტორი - ალია
18:58 04-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
388

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატები, ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

ადვოკატი რობერტ ამსტერდამისა და მისი იურიდიული ფირმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია ორი  უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო. ამსტერდამი საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ, ვინ დგას ამ საქმის უკან.

“გიორგი ბაჩიაშვილის წარმომადგენელმა საერთაშორისო ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა, ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მისი კლიენტის სიცოცხლისთვის სარწმუნო მუქარის შესახებ შეიტყო.

მათი კლიენტის წინაშე არსებული სახიფათო სიტუაციის გათვალისწინებით, ბატონი ამსტერდამის იურიდიულ გუნდს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაავრცელოს ეს განცხადება და მოუწოდოს საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ბატონი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ ამ სავარაუდო შეთქმულების უკან მდგომი პირები” ნათქვამია განცხადებაში.

იურიდიული კომპანია ბაჩიაშვილის კომენტარსაც ავრცელებს: „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაერთვება ძალადობის პრაქტიკულად ნებისმიერ დონეზე,  რეჟიმის ყველა პოლიტიკური ოპონენტისა და კრიტიკოსის განადგურების მიზნის მისაღწევად“.

ადვოკატმა ამსტერდამმა ასევე არ გამორიცხა, რომ მკვლელობის შეთქმულება შეიძლება იყოს „გარე ძალების ნამუშევარი, რომლებიც ცდილობენ საქართველოში სიტუაციის კიდევ უფრო დესტაბილიზაციას” – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ამსტერდამი და პარტნიორები“ საერთაშორისო იურიდიული ფირმაა, რომლის ოფისებიც ლონდონსა და ვაშინგტონში მდებარეობს.(მთავარო არხი)

თეგები: გიორგი ბაჩიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved