ტვ პირველის ინფორმაციით სროლის ხმა ისმოდა ცოტა ხნის წინ ჩარგლის ქუჩაზე და მედიის თანახმად, ფიზიკური დაპირისპირება უცხოელ სტუდენტებსა და ჩარგლის ქუჩაზე მცხოვრებ, ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზი არასწორად გაჩერებული ავტომობილი გახდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა უცხოელ სტუდენტებს ავტომობილის არასწორი პარკირების გამო შენიშვნა მისცა, რის შემდეგადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეს საცხოვრებელ სახლში მიუვარდნენ და დაპირისპირება დაიწყო.
დაჭრილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ერთ-ერთი სტუდენტი “პირველებთან” ამბობს, რომ ერთმანეთს ირანის და საქართველოს მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.
კომენტარები