• რეკლამა
  • კონტაქტი
06:08, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უსერიოზულესი მონაცემებია – მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, საკვანძო თანამდებობის პირები პირდაპირ ივანიშვილისგან იღებენ სოლიდურ გასამრჯელოს“ – ფიქრია ჩიხრაძე

ალია ავტორი - ალია
01:26 08-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,780

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე:

– ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში შეიძლებოდა ასეთი ვითარება დამდგარიყო, როგორშიც აღმოვჩნდით. მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ავად თუ კარგად, ხლაფორთით, ჯახირით მაინც წინ მიდიოდა ქვეყანა და იმის განცდა არ გვქონია, რომ ევროპულ, დასავლურ პერsპექტივას საფრთხე დაემუქრებოდა. იმ პესპექტივას, რომლისაც გვწამს და გვჯერა, რომელიც არაერთი გამოკითხვით და პლებისცისტითაც დადასტურებულა, რომ ნამდვილად „ქართველი ხალხის“ ისტორიული არჩევანია. დღეს კი ვხედავთ, რომ ეს საფრთხე, ხელისუფლების რუსეთისკენ სწრაფვა, ძალიან რეალურია. ეს ეჭვები, მე და ბევრ თქვენნაირ ადამიანს გქონდა ბიძინა ივანიშვილთთან დაკავშირებით, რომ ის რუსული გავლენებისგან ვერ იქნებოდა ბოლომდე თავისუფალი. ისინი მაინც ახერხებდნენ რაღაცნაირი დუნე, ჭაობის  პოლიტიკით, რომ ეს გავლენა თვალშისაცემი და ძალიან თვალსაჩინო არ ყოფილიყო.  თუმცა, ბევრი  ცხადი მაგალითიც იყო ამ გზაზე ჩემთვის. მაგალითად, იყო ის, ჩვენ აბსოლუტურად მოვშალეთ საგარეო პოლიტიკა და თანმიმდევრული ნაბიჯები დასავლეთის მიმართულებით. შემდეგ ანაკლიის პროექტი ჩააგდეს, რომელიც პირდაპირ მიანიშნებდა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას სხვა გეგმები ჰქონდა. სხვაგვარად, წარმოუდგენელია შენს ქვეყანას, ხალხს  დაუკარგო ის  ეკონომიკური და მატერიალური სარგებელი, რომელიც ანაკლიის პორტს უნდა მოეტანა.  უკრაინის ომის ფონზე, ამდენი ტვირთი გაჩნდა, რომელსაც გზა სჭირდება და ჩვენ არ გვაქვს სათანადო, ღრმაწყლოვანი პორტი, რომ მივიღოთ გემები, ის ტვირთი გავატაროთ და ამით სარგებელი ნახოს საქართველომ. გარდა ამისა, ანაკლიის პორტი ჩვენთვის უსაფრთხოების კუთხით იქნებოდა სტრატეგიული მნიშვნელობისა. შემდგომ იყო ის ფაქტები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან უდიერად იხსენიებდნენ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკასა და ევროკავშირს,  მათ წარმომადგენლებს საქართველოში. მერე იყო  შარლ მიშელის დოკუმენტი. თითქოს  წარმოუდგენელი იყო, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს  ასე უხეშად გააწნავდა სილას ჩვენი ხელისუფლება. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ და ასეთი ომის გაჩაღებამ, ერთგვარი წითელი ხაზები გაავლო,  საქართველოს ხელისუფლებას და მის ზრახვებსაც ფარდა ახადა და  შეიძლება ითქვას, ყველას ნიღაბი ჩამოხსნა. დღეს ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ უნდა იდგე ამ წითელი ხაზის ან იქით მხარეს, ან აქეთა მხარეს. სხვა, შუალედური  არჩევანი არ არსებობს, შუაში ვერ დადგები. საქართველოს ხელისუფლებამ ცივილიზებული  სამყაროს მხარე კი არ აირჩია, აირჩია სრულიად გაურკვეველი, გაუგებარი პოზიცია, რომელიც გვტოვებს რუსეთის მხარეს.  ამიტომ არის  ჩვენთან ურთულესი გზაგასაყარი, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ის, რაც ამდენწლიანი ბრძოლის შედეგად გვქონდა, შეინარჩუნოს  დასავლური პერსპექტივა თუ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს. ბევრი ამბობს, რომ უკრაინაში გადაწყდება საქართველოს ბედიო.  უკრაინაში ცივილიზებული სამყაროს ბედი გადაწყდება, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდებით თუ არა ამ სამყაროში ან მასთან ერთად, ეს არ ვიცით. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელების გმირული ბრძოლა  მათი გამარჯვებით დასრულდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამის მიუხედავად, ჩვენ რუსეთის მოკავშირედ და დამარცხებულის მხარეს აღმოვჩნდეთ. ყველაფერს აკეთებს ამისთვის ხელისუფლება. მთელი პოლიტიკური სიტუაცია, მთელი სამართლებრივი სისტემა, მთელი უსაფრთხოების სისტემა  მობილიზებულია ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესების გარშემო. სხვა ამოცანა სახელისუფლებო ვერტიკალსა და სახელისუფლებო შტოებს არ გააჩნიათ. თურმე, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყოველ ცისმარე დღეს რომ გავიღვიძებთ, იმაზე უნდა ვინერვიულოთ, ბიძინას ფულს შვეიცარიის ბანკში რაიმე ხომ არ ემუქრება, რომელიმე ბანკირი ცუდად ხომ არ მოექცა, გადარიცხვები ხომ არ შეუფერხეს და ამ ყველაფრის უკან რაღაც სანქციების აჩრდილი ხომ არ დგას?  ამ დროს  არ უნდა ვინერვიულოთ და არ ვიდარდოთ საქართველოს ბედზე. ეს არის რეალობა, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში დაამკვიდრა ამ უსახო პოლიტიკამ და პლუს,  ძალიან დიდი კორუფცია.

– ადრე მოპარულის დამალვას მაინც ცდილობდნენ და ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, არც ამაზე იწუხებენ თავს, არა?

– კი, ნამდვილად ასეა. ბიუჯეტიდან უზარმაზარ თანხებს იპარავენ და უკანონოდ იგდებენ ხელში სახელწიფო ქონებას, სხვა მაქინაციებითაც ძარცვავენ სახელმწიფოს, მაგრამ ეს კორუფციის ერთი მხარეა. ეს ხალხი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, სხვა საკვანძო თანამდებობის პირები პარლამენტში, პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში (არის უსერიოზულესი  მონაცემები), რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ ყოველთვიურად ძალიან სოლიდურ გასამრჯელოს.  ამ ხალხს ის კი არ  ადარდებს,  ქვეყანა რა მდგომარეობაში იქნება, მხოლოდ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა ადარდებთ, რომელიც პირდაპირ მიბმულია ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ მდგომარეობაზე. მე ძალიან მიჭირს წარმოდგენა და ალბათ, დამეთანხმებით, ამხელა ძვრები მოხდა მსოფლიოში, საქართველოში ასე გაშიშვლდა სახელისუფლებო  პოლიტიკა და ხელისუფლების შიგნით არ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფერის მიმართ პროტესტი  გაუჩნდებოდა და ამ პროტესტს  გამოხატავდა. არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არც პარლამენტში, არც მათ მიერ კონტროლირებად მედიაში ამგვარი რამ არ ყოფილა.  ეს იმის შედეგია, რომ სპეციალური  წესით   შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა ის ხალხი, ვინც სჭირდებოდა და ყველა, ოდნავ ღირებულებითი  საფუძვლის მქონე ადამიანები უმალვე მოიცილა თავიდან. დღეს სახეზე გვაქვს, სრულად კონტროლირებადი სახელისუფლებო სისტემა გამაგრებული ფულადი ინტერესით.  ეს არ არის მარტივი მოცემულობა და არ არის მარტივი გასამკლავებელი, სამწუხაროდ.

 

თეგები: ფიქრია ჩიხრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved