• რეკლამა
  • კონტაქტი
14:06, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, უსაფრთხოების გარანტიები რაღაც ფორმით იქნება, მაგრამ ეს ნატო ვერ იქნება. უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება” – ტრამპი

ალია ავტორი - ალია
17:52 08-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
269

ევროპელები უკრაინაში ჯარების განთავსებისთვის მზად არიან – ჩვენ მათ დავეხმარებით, განსაკუთრებით ჰაერში , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპელ ლიდერებს ამ ომის დასრულება სურთ. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ისინი თავისი ხალხის ადგილზე განთავსებისთვის მზად არიან. ჩვენ მზად ვართ მათ დავეხმაროთ, განსაკუთრებით ჰაერში, რადგან ისეთი შეიარაღება არავის აქვს, როგორც ჩვენ. მაგრამ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, პრობლემა არ იქნება. უსაფრთხოების გარანტიები რაღაც ფორმით იქნება, მაგრამ ეს ნატო ვერ იქნება. უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება. უკრაინა ერთგვარი ბუფერული ზონა იყო რუსეთსა და ევროპას შორის. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ბაიდენი არ ჩაერია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ტერიტორიების გაცვლის ფარგლებში უკრაინა ბევრ მიწას მიიღებს.

„უკრაინა სიცოცხლეს უკან დაიბრუნებს. მათი ხალხის მკვლელობები დასრულდება და ისინი ბევრ მიწას მიიღებენ. ეს ომი იყო და რუსეთი ძლიერი სამხედრო ქვეყანაა. შეიძლება ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ რუსეთი ძლიერი ქვეყანაა. უკრაინელი ჯარისკაცები მამაცები არიან, რადგან ისინი გაცილებით დიდ ძალას ებრძვიან. რუკას თუ დააკვირდებით დაინახავთ, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკავებულია. დონბასის შესახებ საუბრობენ, მაგრამ დონბასის 79% რუსეთის მიერ კონტროლდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ევროპელი ლიდერების თანდასწრებით არ დაურეკა, რადგან ეს „პუტინის მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა“.

„ეს არ გავაკეთე, რადგან მათ თბილი ურთიერთობები არ აქვთ. პრეზიდენტ პუტინს თეთრ სახლთან კომუნიკაცია წლების განმავლობაში არ ჰქონია. პუტინმა მითხრა, რომ უკვე წლებია, რაც ევროპიდან საუბარი არავისთან ჰქონია. მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. თქვენ ნახეთ, როცა ის მისი თვითმფრინავიდან ჩამოვიდა და მე ჩემი თვითმფრინავიდან, იქ სითბო იგრძნობა და ეს კარგი რამ არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა(ინტერპრესნიუსი)

თეგები: დონალდ ტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved