• რეკლამა
  • კონტაქტი
22:16, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებასაც გულისხმობს, ეს იქნება ნატოს მეხუთე მუხლის ანალოგი” – მოლაპარაკებების დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:23 03-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,458

სტამბულში გამართული მოლაპარაკებების დასრულების მე-5 რაუნდი ჟურნალისტებთან დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ შეაჯამა და თქვა:

 

“დღეს თურქეთში მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართა. ვფიქრობ რომ ეს ჩვენი პირველი გამარჯვება იყო რადგან მოლაპარაკებების ბელარუსიდან თურქეთში გადმოტანა მოვახერხეთ,  იმიტომ რომ თურქეთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორია.  ამასთან თურქეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტი სახელმწიფოა, რომელზეც ახლა ვისაუბრებ.

ომის დაწყებამ გამოაჩინა რომ ევროპის უსაფრთხოებს გარანტს ბზარები აქვს და ის არ მუშაობს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმებები, ხოლო ეს ბლოკები და სისტემები რომლებმაც უკრაინის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ არ მუშაობს. ეს ეტყობა მარიუპოლს, ხარკოვის, ჩერნიგოვს და ამას ყველა უკრაინელი გრძნობს.

თავიდანვე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ხელს ჯერ არაფერს არ ვაწერთ, უბრალოდ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების ახალ გარანტებს, ეს იქნება საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც ხელს ყველა გარანტორი მოაწერს და მისი რატიფიცირება მოხდება.
ეს არ იქნება ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ფარატინა ქაღალდი. ეს უნდა იყოს მუშა საერთაშორისო მექანიზმი. ეს იქნება პრაქტიკულად ნატოს მეხუთე მუხლის ანალოგი. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ ნატოს მეხუთე მულში გაწერილი არ არის კონსულტაციების რაოდენობა და რამე რომ მოხდეს შესაძლებელია კონსულტაციები მთელი წელიც კი გაგრძელდეს.

ჩვენი ახალი სისტემით, კონსულტაციები მხოლოდ 3 დღე უნდა გაგრძელდეს. ანუ ომის, აგრესიის, კონფლიქტის ან ნებისმიერი სხვა ესკალაციის შემთხვევაში, სამდღიანი კონსულტაციების შემდეგ გარანტიაზე ხელის მომწერი ქვეყნები ვალდებულები იქნებიან უკრაინას როგორც სამხედრო ძალებით, ასევე შეიარაღებით, ცის ჩაკეტვით, დახმარება გაუწიონ. იმ ყველაფრით რაც ახლა ძალიან გვჭირდება, თუმცა ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება გარანტორ ქვეყნებს, ჩვენი პოზიციაა რომ ესენი უნდა იყვნენ, გაეროს უსაფრთხოების  საბჭოს წევრი ქვეყნები,  მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, კანადა, გერმანია, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. თუ სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდება სურვილი რომ გარანტიის ხელმომწერთა სიას შეუერთდნენ – სიამოვნებით. გასათვალისწინებელია რომ ამ საბჭოს შემადგენლობაში შედის რუსეთიც, თუმცა ამ საკითხზე ცალკე ვმუშაობთ.  

იქიდან გამომდინარე რომ ყირიმთან და სხვა დროებით ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, უსაფრთხოების გარანტიები ამ რეგიონებზე ჯერჯერობით არ იმუშავებს. საერთაშორისო არენაზე ამ გარანტიებს უკვე განვიხილავთ და რამდენიმე ქვეყანამ თანხმობა უკვე მოგვცა, ველოდებით ოფიციალურ დასტურს. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ უსაფრთხოების ახალი გარანტიები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასაც გულისხმობს და გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან რომ ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებს ხელი შეუწყონ და დაეხმარონ.”

 

“ვინ მოაწერს ნეიტრალიტეტზე ხელს, სანამ რუსეთი ჯარს არ გაიყვანს? რეფერენდუმი ვერ ჩატარდება სანამ სხვა ქვეყნის ჯარი დგას!” – ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved