• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უსამშობლო, ფულზე სულგაყიდული, ხალხით აავსეს ახალგაზრდული დაჯგუფებები”

ალია ავტორი - ალია
02:46 06-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მიმართვა იმ ახალგაზრდებს რომელბიც 20 ივნისს აქციის დაგეგმვაში იღებენ მონაწილეობას.

ვუყურებთ რა ამ ახალგაზრდებს და იოტისოდენა ზიზღიც არ გაგვჩენია მათ მიმართ, პირიქით, როგორც თანამოძმეს, ახალგაზრდას, მომავალ თაობას, ისე შევხედეთ და შეგვეცოდნენ. შეგვეცოდნენ, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ პატრონის ტრეინინგის გარეშე შეიძლება არსებობა, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ყველასთან შეიძლება დაპირისპირება, ვინც სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ წავა. დიახ! შეგვეცოდნენ და ეს შეცოდება არაა ზიზღი, ეს არის თანამოძმის, თანამემამულის, ოჯახის წევრის შეცოდება, რომელზეც გული გიკვდება, რომელზეც გული გწყდება, რომელზეც დარდობ და რომლის ცუდიც არ გიხარია.
უყურებ ნაცბანდისგან მანქურთებად ქცეულ ჩვენი თაობის ნაწილს და ხვდები, რომ ნაცბანდა და კოლექტიური ბოკერიები თუ ეწ გირჩები იმაზე საშინელი სიმსივნეა, ვიდრე წარმოგვედგინა. გარდა იმისა, რომ ჩვენი თანატოლები დახოცეს, მიტინგები დაარბიეს, ეკლესიები დაანგრიეს, ციხეში ხალხი აწამეს, ხალხს ქონება წაართვეს, ტერიტორიები დაკარგეს, ავხორცები იყვნენ, მათი მეფისთვის საკუთარი ოჯახის წევრის მირთმევა პატივი იყო, მთელი გარემოცვა გააბახეს, ხალხს დასცინეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი განსაკუთრებული დანაშაული ჩაიდინეს – ახალი ტიპის მუტანტის გამოყვანა გადაწყვიტეს, რომელიც გარეგნობთ ბოკერიას, ზნეობით სააკაშვილს, არსით მერაბიშვილს და მორალით სოფო ნიჟარაძეს უნდა დამსგავსებოდა.
ვხედავთ და ვხვდებით, რომ სწორედ ასეთი უსამშობლო, ფულზე სულგაყიდული, ზნეობისგან დაცლილი ხალხით აავსეს თავიანთი ახალგაზრდული დაჯგუფებები. მათ არ იციან, რომ მათი დამარცხება და განადგურება მათივე გადარჩენა იქნება, დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი დამარცხების შემდგომ გაივლის დრო და მადლიერნი იქნებიან, მადლობას გვეტყვიან იმისათვის, რომ დავამარცხეთ და ამით გადავარჩინეთ იმ მუტანტის ბედს, რომელსაც არც ეროვნება აქვს, არც ზნეობა, არც მორალი და არც სხვა რამ.
ამიტომ, ბოლოჯერ ვაფრთხილებთ მათ – გონს მოეგეთ, უკუაგდეთ ცრუ რწმენა, ზურგი აქციეთ უზნეო ბელადის ხროვას, საქართველოს მტრებს, მეხუთე კოლონას, დადექით ჭეშმარიტების, ეკლესიური მონანიების და სულის გადარჩენის გზაზე…

  • პატივისცემით ა/ო “პრიორიტეტული მიმართულების განვითარების ცენტრი”-ს გუნდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved