„ვირუსი რომ დამემართოს, იმაზე მეტს საკუთარ თავს ვერ გავუკეთებ, რასაც სხვებს ვუკეთებ“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე 4 დღის წინ აცხადებდა.
„რასაც ვაკეთებ სხვა პაციენტების მიმართ იმაზე მეტს ჩემს თავს ვერ გავუკეთებ. თუ ვიქნები უსიმპტომო დავრჩები სახლში, თუ მექნება გამოხატული სერიოზული სიმპტომები დავწვები საავადმყოფოში. მივიღებ ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ ვუკეთებთ ავადმყოფებს.
ეს არის სისხლის გამათხლებელი, ჟანგბად-დამოკიდებულის შემთხვევაში ეს არის დექსამეტაზონი აუცილებლად, თუ იქნება ბაქტერიული ინფექციები, ანტიბიოტიკებით ჩავიტარებ მკურნალობას. აუცილებლად მივიღებ ურწმუნოების გასაგონად ვამბობ ამას, რემდესივირის იმიტომ, რომ მე პირადად მჯერა ამ მედიკამენტის ეფეტიანობის“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და მკურნალობის კურსს სახლში გადის.
კომენტარები