• რეკლამა
  • კონტაქტი
21:26, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ურთულესი სამედიცინო ისტორია და მადლიერი პაციენტის გამოცდილება

ალია ავტორი - ალია
14:06 09-02-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,114

 

„ალიას“ დაუკავშირდა 39 წლის ქალბატონი, ლეილა შამოიანი, რომელსაც წლებია ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, უკვე არაერთ კლინიკაში იმკურნალა, არაერთი ქირურგიული მკურნალობა ჩაიტარა, თუმცა, ერთი ოპერაციის შემდეგ, მეორე პრობლემა იჩენს ხოლმე თავს.

ლეილა შამოიანი:

წლებია ვმკურნალობ, სხვადასხვა კლინიკებში, სხვადასხვა ექიმებთან. დიაგნოზის დასმა წლების მანძილზე ჭირდა, ან სხვადასხვა დიაგნოზს მისვამდნენ. მომცემდა სიცხე 39-დან 40 გრადუსამდე, მქონდა სისუსტე, მუცლის და წელის არეში ტკივილები. 9 ოპერაცია მაქვს გაკეთებული – მარჯვენა თირკმლის სტენტირება, ნაღველზე ოპერაცია, აპენდექტომია, საშვილოსნოს და საკვერცხეების ოპერაცია, ნაწლავზე 2 დღეში ორი ოპერაცია გავიკეთე, 2 წლის წინ კი, სამწუხაროდ, თირკმლის მოკვეთაც მოუწიათ ექიმებს. ამ ყველაფერთან რა მოსატანია, მაგრამ შაკიკიც მაწუხებს.

კარგა ხნის მანძილზე დიაგნოზს ვერ სვამდნენ. 7-8 წლის წინ მითხრეს ხმელთაშუა ზღვის ცხელებაა, მგონიო, მართალია, სიტყვამ – მგონი, მაშინვე დამაეჭვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კარგა ხანს ვსვამდი მაინც მის გამოწერილ მედიკამენტს, რომელიც საქართველოში აღარ იშოვებოდა და ხან რომელი ქვეყნიდან მიწევდა გამოწერა და ხანაც რომელი ქვეყნიდან. ერთხელაც, საფრანგეთიდან გამომიგზავნა ეს წამალი ქალმა, რომელიც იქ ექთნად მუშაობდა. მითხრა უკუჩვენებები წამლის კარგად წაიკითხე და დააკვირდი, შედეგი გაქვს, რომ სვამო? წავიკითხე წამლის უკუჩვენებები და ეწერა, რომ ძვლის დაშლას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ წამალს კარგა ხანი ვსვამდი, პერიოდულად ცუდად მაინც ვხდებოდი, ამიტომ მედიკამენტის მიღებას თავი დავანებე. მალევე ისევ გავხდი ცუდად და უკვე სხვა კლინიკაში აღმოჩნდა, რომნაწლავების გაუვალობა მქონდა და სწორედ მაშინ გავიკეთე ზედიზედ ორი ოპერაცია. მოგვიანებით, თირკმელმა მომცა შეტევა და ამოსაკვეთი გახდა.

შარშან, ჩემ ყველა პრობლემას სეფსისიც დაერთო, რომელიც საშარდე გზების ინფექციამ გამოიწვია.  ორჯერ გადავიტანე კოვიდი, მეორედ განსაკუთრებულად მძიმედ, მქონდა გაუსაძლისი ტკივილები.

ცოტა ხნის წინ კიდევ დამეწყო ძლიერი ტკივილები და 40-მდე მქონდა სიცხე. უკვე ფიზიკურად მიჭირდა ფეხზე დგომა და გამოვიძახე სასწრაფო დახმარება,რომელმაც ნიუ ჰოსპიტალსში გადამიყვანა.

იმდენ კლინიკაში ვარ ნამყოფი, არაფერს ახალს „ნიუჰოსპიტალსში“ არ ველოდი, თუმცა, მისვლისთანავე დავინახე განსხვავება – არასოდეს დამავიწყდება ორი ახალგაზრდა, რომლებიც მიმღებში დამხვდნენ, ბიჭს ლექსო ერქვა, გოგოს – ელენე. ამ გოგო-ბიჭმა ისე მიმიღო, ისე მამშვიდებდნენ გადასხმის დადგმისას, ისე ცდილობდნენ ჩემ გამხნევებას, როცა სიცხისგან და ტკივილებისგან ცრემლი მდიოდა. მითხრეს, ცრემლი არ დაგვანახო, შენ გაღიმება გიხდებაო და მეც შევწყვიტე ტირილი, მართალია ჯერ ისევ მტკიოდა, მაგრამ ორი ახალგაზრდა მიყურებდა თვალებში და ელოდებოდნენ, როდის გავიღიმებდი. გავიფიქრე, რომ ძალიან იშვიათია ორი სრულიად უცხო ადამიანი ასე ცდილობდეს შენს გამხნევებას.

10 დღე ვიწექი „ნიუჰოსპიტალსში“, აღმოჩნდა რომ საშარდე გზების ინფექცია მქონდა და თირკმლის შეშუპება. სამწუხაროდ, კენჭი იყო სადინართან გაჭედილი. იმდენად რთული მდგომარეობა იყო, ჩემი მკურნალი ექიმი ანა ჯაპავა შიშობდა, რომ შესაძლოადიალიზზე  ვყოფილიყავი გადასაყვანი, მაგრამ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და არ დამჭირდა დიალიზის მიღება. სწრაფად მიაგნო ანტიბიოტიკს, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა ჩემი ორგანიზმისთვის და ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ გამოვკეთდი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ნინო ქანთარია,ამ ყურადღებიანი გუნდის ხელმძღვანელი და თავისი საქმის პროფესიონალი.

ის ათი დღე, რაც „ნიუჰოსპიტალსში“ გავატარე, თავი ვიგრძენი ადამიანად, პაციენტად, რომლის ბედიც ადარდებთ. დაიჯერებთ, რომ ის გოგო-ბიჭი, ვინც მიმღებში შემხვდა, ყოველი მორიგეობისას შემოყოფდა თავს ჩემ პალატაში, რომელიც მეხუთე სართულზე იყო და მკითხულობდნენ. ყოველი მორიგეობის დროს შემოდიოდა ასევე ნათია ექიმი, ყოველ დღე მეფერებოდა, მამხნევებდა.პირველად ვნახესანიტრები, რომლებიც ცხვირს არ გიბზუებენ, სახეს არ ჭმუხნიან ყოველი დახმარებისას, არ გაიძულებენ მუდმივად ბოდიში იხადო, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დაგიშავებია და უბრალოდ ავად ხარ. ყველას სახელი არ მახსოვს, ნათია, ბელა, ნატო და ყველანი, ვინც „ნიუჰოსპიტალსში“ მუშაობთ და იმ 10 დღის მანძილზე ერთხელ მაინც შეგხვდით, ყველას დიდი მადლობა, თქვენი წყალობით დავბრუნდი ოჯახში, შვილებთან, ფეხზე ვარ და ვმუშაობ კიდეც. დამლაგებლად ვმუშაობ დაუკვე ვაგრძელებ ჩემს საქმეს, ნელ-ნელა გავაკეთებ ყველაფერს, ისე რომ არ გადავიღალო.

არ მაქვს იმის ილუზია, რომ ცუდად აღარ გავხდები – ვიცი, რომ შეიძლება კიდევ დამჭირდეს ექიმის დახმარება და ზუსტად ვიცი, „ნიუჰოსპიტალსში“ მივბრუნდები სამკურნალოდ. არც ერთი თეთრი ჯიბიდან არ გადამიხდია, სრულად დაფინანსდა ჩემი მკურნალობა სახელმწიფოს მიერ.

მინდა ვთხოვო კლინიკებს, ექიმებს – მოექეცით პაციენტებს ისე, რომ მათ თავი იგრძნონ ადამიანებად, არ აფიქრებინოთ, რომ მათი ბედი თქვენთვის სულერთია. თუ ვერ იცნობთ პაციენტს, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეთ, ნუ მიახლით პირში, ჩაიხედეთ საბუთებში, ჰკითხეთ ექთანს, როცა ხედავთ, არ აქვს მედიკამენტს შედეგი, შეცვალეთ წამალი, ნუ დაელოდებით კიდევ 10 დღის გასვლას, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ადამიანს, ვინ იცის, იქნებ პირველი 5 წუთია გადამწყვეტი.

და არ დავიღლები მადლობით „ნიუჰოსპიტალსის“ მიმართ, მადლობა, რომ ჩემ შვილებს დედა დაუბრუნეთ.

თეგები: კლინიკანინო ქანთარიანიუ ჰოსპიტალსისამედიცინო ისტორია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved