• რეკლამა
  • კონტაქტი
21:09, ოთხშაბათი, 6 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უყვარს ამ ხალხს მიხეილ სააკაშვილი და რა ქნან? რას იზამ ასეთია ეს ქვეყანა და ასეთი ჭრელი გემოვნება აქვთ!” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:09 10-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი:

“საქართველოს პოლიტიკური სპექტრი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლები 20 ქალაქში, მათ შორის თბილისშიც გაიმართება.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველგან დამაჯერებლად მოიგებს, „ნაციონალური მოძრაობაც“ და მათი მხარდამჭერი და სატელიტი ოპოზიციური პარტიებიც იგივეს ამბობენ- ოღონდ ისევ გაყალბდას და ისევ აქციების ფონზე. ამას სააკაშვილის ფაქტორიც დაემატა, რომლის საპატიმროში ყოფნის გამოყენებას სხვადასხვანაირად ცდილობენ.

ნაცებისთვის, მათი სატელიტებისთვისა და ოპო-პროპაგანდ-ტელევიზიებისთვის ის ერთგვარი მაშველი რგოლია, სააკაშვილი მათთვის სწორედ ციხეშია კარგი, შეგიძლია იყვირო, რომ ის პოლიტიკური პატიმარია (თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა არ გისმენს და გიჯერებს, ის კი არა და ლომჯარიამაც თავი შეიკავა ასეთი განცხადებისგან), შეგიძლია აქცენტი გააკეთო მის შიმშილობაზე და შესაძლო ფატალურ შედეგზე (არც არ იკლავს თავს მანდამაინც ვინმე, თუ ადვოკატებსა და რამდენიმე აქტივისტს არ ჩავთვლით-დასავლეთი აქაც დუმს!), მოაწყო ტელე-შოუები-სადაც აღშფოთებულ-შეშფოთებული „ცნობადი“ სახეები გაოცებულ-გაბრაზებულ-შეძრწუნებულები იმსჯელებენ-„პრეზიდენტი ციხეში?!“

და პეტიცია! – პეტიცია არ დაგვავიწყდეს, თავის ხელმომწერებ-მხარდამჭერებით: ზოგი მწერალია, ზოგიც მსახიობი, ზოგი მხატვარი, ზოგიც მღვდელი და ზოგიც მღვდელმთავარი. რეალურად, თითქოს არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება! უყვარს ამ ხალხს მიხეილ სააკაშვილი და რა ქნან? რეალურად ღიად აფიქსირებენ მხარდაჭერას, სხვდასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, და ეს მთლად ცუდია არაა- მათი ლუსტრაცია მოხდა, დიახ, დიახ, ლუსტრაცია, თუ ამას ადრე მალავდნენ ან რატომღაც ერიდებოდათ, ახლა ღიად აფიქსირებენ. რას იზამ ასეთია ეს ქვეყანა და ასეთი ჭრელი გემოვნება აქვთ ! ოღონდ, აქ მთელი უბედურება იმაშია, რომ ეს ხალხი ამართლებს ყველა იმ დანაშაულს, რაც მაშინდელ ხელისუფლებასა და სააკაშვილს აქვთ ჩადენილი, არაფრათ მიაჩნიათ არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, და არც ის ოჯახები, არც ნაწამები და არც გარდაცვლილი ადამიანები-და ამით ისინი სააკაშვილს არამარტო ამართლებენ, არამედ ყველა იმ ბოროტების თანამონაწილეებიც ხდებიან, ზოგიც ირიბად და ზოგიც პირდაპირ. ხელისუფლება, კი კანონის აღსრულებისკენაა, და როგორც ჩანს წინ ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგება, საერთაშორისო თანამეგობრობა აშკარად სწორ პოზიციაზეა, რაც შეეხება საკაშვილის მოყვარულ და მხარდამჭერებს, აღშფოთებულ-გაოცებულებს ერთს გისურვებთ მხოლოდ ღმერთმა განგსაჯოთ !”

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
ახალი ამბები

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

17:24 08-04-2025
კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
ახალი ამბები

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

17:21 08-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved