• რეკლამა
  • კონტაქტი
23:14, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უფასოდ გვამეცადინებდა!” – ვინ არის ქალი რომელიც შვილის გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა

ალია ავტორი - ალია
14:49 01-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

უბედური შემთხვევა მოხდა წალენჯიხაში, რასაც 54 წლის პედაგოგის, მ. ფ.ს სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალის სიცოცხლე შვილის, ლ.შ-ს მიერ, ტირის თოფიდან შემთხვევით გასროლილ ტყვიამ დაასრულა. ჭრილობა კისრის მიდამოში ჰქონდა მიყენებული.

დაჭრილი წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი, წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერტიფიცირებული პედაგოგი იყო.

„ვიცი, რომ აქ წერა არსებულ სიტუაციას არ/ვერ შეცვლის, უბრალოდ მინდა მოგიყვეთ ადამიანზე, რომელიც უფალმა თავისთან წაიყვანა..

მაია, ანოს მაიკო, ანოს მასწავლებელი მაიკო…!

ადამიანი, რომელიც აბიტურიენტობის პერიოდში მე და ჩემს მეგობრებს უფასოდ გვამეცადინებდა!

„ოღონდ თქვენ მოინდომეთ და მე თქვენი ფული არ მინდა, ბავშვებო, ყველანი კარგები ხართ, მჯერა თქვენი წარმატების…!“, – ეს მაიკოს საფირმო წინადადება იყო…

მასთან სახლშიც დავდიოდით, ბუხარში ცეცხლს ყოველთვის მე ვანთებდი, ანოს კარგად გამოსდისო…

გამოცდის დღეს, ჩემთან ერთად იყო, გზაში მამხნევებდა…

გამოცდიდან გამოსულს, ორივე გახარებულები ვიყავით, ორივეს თვალები გვიბრწყინავდა, მაშინვე მარიამს დაურეკა, თავის ქალიშვილს – მარი დე, შენ როგორი გახარებულიც გამოხვედი, ისეთივე გახარებული გამოვიდა ანოც, კარგ ქულებს ველოდებით…“

თავისი შვილების წარმატება უხაროდა და ჩვენ ორმაგ წარმატებებს გვისურვებდა!

საოცარი დედა იყო, საოცარი, მისაბაძი!

ბოლოს მოსწავლეებთან ერთად იყო, რომ ვნახე, ვერ გადამეხვია, კოცნა გამომიგზავნა, ბავშვებმა შეუშალეს ხელი, ასე მითხრა არ დამივიწყოო!

მაია ფიფია როგორ შეიძლება, შენი დავიწყება, ჩემო მშვენიერო ქალბატონო?!(მშვენიერ ქალბატონს ვეძახდი…)

ყველაფერს აქ უბრალოდ ვერ დავწერ, წერტილი“, – წერენ პედაგოგის მოსწავლეები სოციალურ ქსელში.

შუახნის ქალის შვილი, 21 წლის ლ.შ. გამოძიების დასრულებამდე, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

წყარო – MEGATV

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved