• რეკლამა
  • კონტაქტი
22:35, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ქალწულ დარიას… ჩემზე მოგონებები უნდა დაეწერა” – ლევან ვასაძე დარია დუგინაძე

ალია ავტორი - ალია
14:46 08-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,698

23 აგვისტოს რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, ლევან ვასაძის წერილიც წაიკითხეს.

ცერემონიაზე ვასაძე მოიხსენიეს როგორც “ახლო მეგობარი”. ითქვა, რომ მისი მკვლელობა სცადეს და “ძალადობის მსხვერპლია”, თუმცა ის გადარჩა და წერილი გამოგზავნა.

ლევან ვასაძე წერილში, წერს:

მამის გარდაცვალებისა და აუტანელი, ჯოჯოხეთური ტანჯვის ერთი წლის შემდეგ, საბოლოოდ მივაღწიე სამშობლომდე, საყვარელ ცოლამდე და შვილებამდე, ჩემს საყვარელ ადგილამდე – ზემო იმერეთამდე, სადაც არის მამული ჩემი ბებიის, მარია იულიანის ასული აბაშიძესი, რომელსაც წელს 102 წელი უსრულდება.

ისე ვიყავი, როგორც სამოთხეში, სანამ დაშა დუგინას მოკლავდნენ.

იმ ღამეს ცუდად მეძინა, მდინარე ყვირილას ხეობის მთებიდან ქარი ქროდა. და გარს ევლებოდა ჩვენს სახლს, ჩვენს ხეებსა…

დილით, ლიტურგიისთვის მზადების დროს, შემთხვევით დავხედე ტელეფონს და გავიყინე. ჩემ მიერ დანახული საშინელება მეუღლეს ძლივს ვუთხარი, ატირებული დავტოვე და ტაძარში გავიქეცი, რათა მეგობრის სულისთვის მელოცა.

გამბედაობა ჯერაც არ მეყო, მისი მშობლებისთვის რომ დამერეკა. ძლივს ვწერ ამ სტრიქონებს.

გამოხმაურებების ნაკადში, თავისი დემონური დაუნდობლობით გამოირჩეოდა ერთი – სააკაშვილის დროინდელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი წერდა:

“როგორც იქნა, დუგინს ვასაძესთან მეგობრობა გამოადგება, ქალიშვილის ქელეხზე ეყოლება თამადა, რომლის მსგავსიც არავის უნახავს… ვინც ფიქრობთ, რომ ასეთ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება, დებილები ხართ.”

ეს იგივე მოღვაწეა (გულისხმობს ირაკლი ოქრუაშვილს), რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა რუსებს, როცა თქვა, რომ ისინი სვამენ ფეკალიებს, რის შედეგადაც რამდენიმე წლით აკრძალეს საქართველოდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტი. არავის დაუთვლია, ამის გამო საქართველოში რამდენ ადამიანს მოაკლდა წამალი, საკვები და სხვა. ასეთი არსებები გაბოროტებული უყეფენ ყველაფერს. საშინელებაა, რომ ისინი ყველგან არიან: რუსეთშიც, საქართველოშიც და უკრაინაშიც.

ეს, ასე ვთქვათ, ადამიანი, აქაც მცდარია: არც ჯანმრთელობა, არც უსაფრთხოება არ მაძლევს საშუალებას ვიყო დაშას მშობლებთან, მათთვის ამ ურთულეს ჟამს, რისთვისაც მათ პატიებას ვთხოვ.

ეს მაგალითი კარგად აღწერს იმ დაყოფას, რომელიც ყველა ერს შორისაა: დაყოფა ადამიანებად და არაადამიანებად, იმისგან დამოუკიდებლად, ვინ ვართ ეროვნებით: ქართველი, რუსი, უკრაინელი, ებრაელი, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ანგლოსაქსები.

ისინი, ვინც თავს უფლებას აძლევს მიცვალებულებს დასცინონ, სჩადიან იმავე ჰიბრისს, რომელსაც ელინები ასე გმობდნენ და რაზეც საკუთარ ლექცებში ალექსანდრე გელევიჩი საუბრობს.

დარწმუნებული იყავით, მოკლული დაშას მამას ვინმემ სამაგიეროს გადახდა, შვილებზე ასეთი შურისძიებით რომ შესთავაზოს, ამ აზრს უკუაგდებს, როგორც არაადამიანურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იქნებოდა დიდი რუსი ფილოსოფოსი, ვერ იქნებოდა ადამიანი.

დაშა დუგინას უნდა დაეწერა ჩემზე მოგონებები, თუმცა ზეცამ სხვაგვარად გადაწყვიტა და ის წაიყვანა, მის მშობლებსა და ახლობლებს კი მოუვლინა გამოცდა, რომელზე უარესიც არ არსებობს.

ეს ანგელოზური ადამიანი მაოცებდა მამამისის გაღმერთებით: ფილოსოფია ქალთა ხვედრი არაა, მაგრამ დაშას გამორჩეულმა პიროვნებამ გადალახა ეს შეზღუდვაც, საშუალება მიეცა ახალგაზრდობაში გამხდარიყო თვითმყოფადი ფილოსოფოსი. მისი უბიწო სილამაზე და გამჭრიახობა გამსჭვალული იყო კიდევ ერთი მწველი სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულით. ის ამისთვის ცხოვრობდა.

ერთხელ მას მამამ უთხრა, თუ უნდა ჰყავდეს ისეთი ოჯახი, როგორიც ჩვენ, ის თავის მომავალ მეუღლეს ისე უნდა მოეპყროს, როგორც ნინო მე. როდესაც ეს შეფასება გავიგე, უფლის შეუცნობელ გზებზე დავფიქრდი: მამამისთან ნაცნობობა, რომელიც გამოუსწორებელი ქართველისა და გამოუსწორებელი რუსის პირქუში საუბრით დაიწყო და გულწრფელ მეგობრობაში გადაიზარდა და ჩვენს საზოგადოებებში კრიტიკის საგანი გახდა, იძლეოდა მოულოდნელ ნაყოფს ქრისტეში…

გაბრიელ გარსია მარკესმა, დიდმა ოსტატმა, შექმნა მშვენიერი ქალწულის უწმინდესი ხატი, რემედიოს ლამაზი და შემდეგ ჩიხში შევიდა, არ იცოდა როგორ დაესრულებინა მისი მიწიერი გზა. დარდში ჩავარდა… როგორც ნამდვილი რუსი ან ქართველი, სვამდა და რამდენიმე თვე იტანჯებოდა. მისი ყველა მცდელობა აღეწერა მისი სიკვდილი, უშედეგოდ მთავრდებოდა, ქალწულის არამიწიერი სიწმინდისა და სილამაზის გამო.

ერთხელ, როდესაც სასოწარკვეთილი ბოგოტას ღარიბ კვარტალებში დასეირნობდა, დაინახა ქარიან, მზიან დღეს ქალები თოკებზე ზეწრებს როგორ კიდებდნენ. გონებაგანათებული, მარკესი საწერ მაგიდასთან დაბრუნდა და … რემედიოს ლამაზი მზიან, ქარიან დღეს ზეწრების გაფენის დროს, უეცრად მათთან ერთად ცაში ამაღლდა და ამაში არაფერია არადამაჯერებელი.

დაე უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას და განამტკიცოს მისი მშობლები და ახლობლები!

თეგები: დარია დუგინალევან ვასაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved