• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება – თბილისის მერია

ალია ავტორი - ალია
13:18 04-22-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
572

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია სავარაუდოდ ივნისში დაიწყება. ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ ისაუბრა.

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის გარდა, მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია. სამუშაოები ივნისში დაიწყება. კარგი პერიოდი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ყოველთვის არის ზაფხული, თუმცა ისეთი მასშტაბური პროექტი როგორიც წერეთლის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 8 თვეა საჭირო, როცა არ უნდა დავიწყოთ ზაფხულის გარდაც სხვა სეზონებზეც გვიწევს მუშაობა,“ – განაცხადა აბუთიძემ.

თბილისის მერიამ, ვაკის რაიონში უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი 13 აპრილს გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდა. როგორც თბილისის მერიის მხრიდან წარმოდგენილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საუბარია ქუჩის პროექტირება და რეაბილიტაციაზე.

კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო დოკუმენტაცია 45 კალენდარულ დღეში უნდა ჩააბაროს დამკვეთს. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს ის წერილობითი დავალების გაცემიდან 145 კალენდარული დღის ვადაში უნდა შესრულდეს.

სახელმწიფო შესყიდვას თანდართული აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტენსივობის სქემაც. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩაზე (ანჯაფარიძის ქუჩიდან ახალ სპორტის სასახლემდე) დღის პერიოდში ერთი მიმართულებით მოძრაობს 12-მეტრიანი ავტობუსი (350-ჯერ), 8-მეტრიანი ავტობუსი (70-ჯერ), მიკროავტობუსი (112-ჯერ).

საპროექტო მოცულობით ქუჩაზე უნდა გაიაროს 18-მეტრიანმა ავტობუსმა (600-ჯერ), 12-მეტრიანმა ავტობუსმა (200-ჯერ), 8-მეტრიანმა ავტობუსმა (200-ჯერ), მიკროავტობუსმა (40-ჯერ).

თუმცა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ნაცვლად 18 მეტრიანი ავტობუსებისა, შესაძლოა ქუჩაზე ორსახსრიანმა 24-25 მეტრის ავტობუსებმა იარონ. ამ შემთხვევაში მოცემულ მონაკვეთს ავტობუსი გაივლის 350-ჯერ.

სამუშაოების ღირებულება 17.2 მლნ ლარია. შესყიდვაზე წინადადებების მიღება 2023 წლის 10 მაისს დაიწყება და 15 მაისს დასრულდება.

წყარო – bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved