• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნივერსიტეტი შეურაცხგვყოფს, უნივერსიტეტი გვძარცვავს!” – რა მოთხოვნები აქვთ თსუ-ს სტუდენტებს

ალია ავტორი - ალია
13:21 06-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
294

თსუ-ს სტუდენტები, რომლებიც უკვე ორი თვეა უნივერსიტეტში პროტესტის მშვიდობიან ფორმას მიმართავენ, გუშინდელი დაპირისპირებისა და რექტორის კაბინეტის დაკავების შემდეგ, განცხადებას ავრცელებენ გვერდზე “ბრძოლა განათლებისთვის”:

 

“სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ ავრცელებს განცხადებას 2022 წლის 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით:

პირველ ყოვლისა, გვინდა გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ კადრებს. კერძოდ, მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრები გააშუქა, რითაც სცადა ჩვენი მოძრაობის მიზნების არასწორად ინტერპრეტირება. ამასთანავე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ რამაზ ხომერიკის მსგავსი ხერხით განრიდება აქციის ინტენსიური ფაზიდან, არის გადაცდომა ჩვენი მხრიდან და ეს იყო იმპულსური ქმედების შედეგი და არა- მიზანმიმართული მოქმედება.
ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მას აზრის დაფიქსირების უკიდურეს ფორმად მივიჩნევთ!!!
სიტუაციის უკეთ გასააზრებლად, უნდა აღვწეროთ ფაქტორები, რომლებმაც მასტიმულირებელი როლი ითამაშა:
პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, მრავალთვიანი საპროტესტო აქციის ფონზე, როდესაც ადმინისტრაციას პასუხები არ აქვს, როდესაც რექტორი უკანა კარიდან იპარება, ხოლო რექტორის ცარიელი კაბინეტის წინ ათობით მცველი დგას, პროტესტის გრძნობა მწვავდება აქციის ყოველ მონაწილეში.
აღსანიშნავია რომ ჩვენი,- სტუდენტური მოძრაობის მისია ემთხვევა უნივერსიტეტის წესდებაში დასახულ იდეალს. საინტერესოა, შეესაბამება თუ არა აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წესდებით დადგენილ იდეალს? კერძოდ, აწარმოოს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, ხელშეწყობა და თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრობა – აღნიშნულია დოკუმენტში. ფაქტობრივი გარემოებებიდან ცხადი ხდება, რომ ადმინისტრაციის, რექტორატისა და აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის წესდების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
მეორეც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნით უნივერსიტეტის შიდა სივრცეში მობილიზებული იყო არაერთი შეიარაღებული საპოლიციო ეკიპაჟი – რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის შიდა სივრცეში მათთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა გამოჩენა იყო პროვოკაცია და ჩვენი დაშინების მცდელობა.
მესამეც, სიტუაციის გამწვავება გამოიწვია რამაზ ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ, რომელიც აქტიურად იცავდა „რექტორის კაბინეტს“, რაც მის კომპეტენციას საერთოდ არ წარმოადგენს. ჩვენი არაერთი თხოვნისა, მან არ დატოვა პოტენციური გამწვავების არეალი. მიუხედავად ამ გაურკვეველი ქმედებისა, რა თქმა უნდა, აზრის დაფიქსირება არ გამხდარა მისი მიუღებელი ფორმით განრიდების მიზეზი. ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა რომელიმე წარმომადგენლის ჯანმრთლობის შესაძლო დაზიანება. ამასთანავე, ბატონი რამაზი საკუთარი პოსტის კომენტარში აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა მიზამნიმართული ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გვსურდა მოვლენების ამგვარად განვითარება, შესაბამისად სტუდენტური მოძრაობა ბოდიშს იხდის პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის.

როგორ განვითარდა მოვლენები?
აქცია დაანონსებული იყო 10 ივნისს 13:00 საათზე. საპროტესტო აქციის დაწყებამდე უნივერსიტეტში გამოჩნდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. აქცია დაიწყო უნივერსიტეტის ფოიეში და რექტორის კაბინეტთან გადანაცვლებისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნით შენობის შიდა სივრცეში (რაც არაკანონიერია) გამოჩნდნენ შეიარაღებული საპოლიციო ეკიპაჟები. ამ ორი ინსტიტუციის მობილიზება წარმოადგენდა პროვოკაციასა და სტუდენტთა დაშინების მცდელობას! სტუდენტური პროტესტის მონაწილეებმა საპოლიციო დანაყოფებს მოვთხოვეთ მოშორებით დგომა, თუმცა ეკიპაჟებს უნივერსიტეტი არ დაუტოვებიათ! მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა დაცვის თანამშრომლებს მოვუწოდეთ, რომ მოეცათ ჩვენთვის 109-ე აუდიტორიაში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა და უარის მიღების მიუხედავად, დაძაბულობის ფონზე შევძელით „რექტორის კაბინეტის“ დაკავება.

მიუხედავად 10 ივნისის გადაცდომისა, რომელიც ნებისმიერი მწვავე პროტესტისთვის დამახასიათებელია, აქციის არსისა და მიზნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ არის მართებული.
სტუდენტური მოძრაობა უკვე 2 თვეზე მეტია იკრიბება 4 მოთხოვნით, რომელთაგანაც რატომღაც მხოლოდ გამოცდების ფორმატზე ხდება აპელირება მედიის მხრიდან. მოთხოვნები კი შემდეგი სახისაა:
1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!
2. ფინანსური გამჭვირვალობა!
3. მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილება!
4. რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება!

მიუხედავად ჩვენს მოთხოვნათა ლეგიტიმურობისა, უნივერსიტეტი არ ასრულებს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და პროვოკაციის გზით ცდილობს სტუდენტთა რეალური პრობლემების გადაფარვას!
სამწუხაროდ, ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესი არ დაფიქსირებულა, სანამ პარტიულმა მედიამ საკუთარი მიზნებისათვის უკონტექსტოდ არ გამოიყენა კადრები. საზოგადოება არ დაინტერესებულა ამ პრობლემათა მოგვარებით! იქნებ დროა ვკონცენტრირდეთ? იქნებ დროა აღვიქვათ რა იქნება მიზანშეწონილი აღნიშნული კრიზისის დეესკალაციისათვის? აქციების დაწყებას წინ უძღოდა სტუდენტთა მხრიდან ორგანიზებული შეხვედრები. ადმინიტრაციის უყურადღებობით გამოწვეულმა არაეფექტურობამ და უნივერსიტეტის მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობამ მიგვიყვანა საპროტესტო აქციებამდე. უკვე 2 თვეა რაც მოთხოვნები წავუყენეთ უნივერსიტეტს და პასუხად მხოლოდ დაცინვა, დამცირება და შეურაცხყოფა მივიღეთ! დღეს ჩვენ აქ ვდგავართ სტუდენტთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად და არსად არ ვაპირებთ წასვლას! უნივერსიტეტი შეურაცხგვყოფს, შეურაცხგვყოფს, როცა 104 მილიონი ლარის ოდენობის ბიუჯეტიდან, 750 ლარს იხდის სემინარების ორგანიზებისათვის, შეურაცხგვყოფს, როცა გვაიძულებს ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას! შეურაცხყოფს ლექტორატს, როცა იურიდიულად 56 მილიონი ლარია გამოყოფილი ხელფასებისათვის და მოწვეულ ლექტორების თვიური ანაზღაურება 150 -250 ლარია. შეურაცხყოფს დაცვის თანამშრომლებს, რომელთა წევრების შეწუხებული სახე დღეს ადარდებს, მაგრამ, როცა მათთვის გამოყოფილი 18 მილიონი ლარიდან მხოლოდ 400 ლარს უხდის თვიურად, სულაც არ დარდობს! არ დარდობს დამლაგებლების უფლებებისთვისაც, რომლებიც დილაადრეან ასუფთავებენ ოთახებს, რომლებშიც სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს და ამ გამანადგურებელი სამუშაოს ანაზღაურებად 280 ლარს იღებენ თვიურად!!!! არ ანაღვლებს სტუდენტების სამართლიანი პროტესტი! გახსოვდეთ ვინ სპეკულირებს ფაქტებით! გახსოვდეთ ვინ გძარცვავთ და საკუთარი შვილების მომავლისთვის კვირაში 48 საათიანი მუშაობას აზრს უკარგავს! უნივერსიტეტი გვძარცვავს! გვპარავს სიცოცხლესა და ქონებას! ნუ მისცემთ ამის საშუალებას! შემოგვიერთდით!”

თეგები: ბრძოლა განათლებისთვისთსუსტუდენტების პროტესტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved