• რეკლამა
  • კონტაქტი
06:20, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნივერსიტეტების გაერთიანება გარდაუვალია – გივი მიქანაძე

ალია ავტორი - ალია
19:37 02-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
566

ოცნების განათლების მინისტრი, გივი მიქანაძის მტკიცებით, განათლების რეფორმის მიზანია, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღებული განათლება ბაზრის მოთხოვნას შეესაბამებოდეს.

მიქანაძე ამბობს, რომ რეფორმა გააუმჯობესებს სახელმწიფო უნივერსიტეტების განათლების ხარისხს, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, დაეუფლონ სამუშაო ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, რაც მათ კონკურენტუნარიანებს გახდის.

მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ უნივერსიტეტებში არსებულ მსგავს პროგრამებს ერთ კომპონენტად შეაჯერებენ. მიქანაძის მტკიცებით, რესურსებს გაანაწილებენ ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალი არ დარჩება სამუშაოს გარეშე.

“ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა და პრემიერის მიერ საჯაროდ წარდგენილი დოკუმენტი მიზნობრივ ჯგუფებთან მრავალგზის განხილვას დაექვემდებარა. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი დამტკიცება. ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფესიების უზრუნველყოფა შესაბამისი მიმართულებებით ხარისხის განვითარება და გაუმჯობესება, რაც კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიანს და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისს გახდის, ასევე გაუიოლებს სამსახურის მოძიებას და დასაქმებას მაღალანაზღაურებად მიმართულებებზე სწორედ ამ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება.

ეს განსაკუთრებით ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება – ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება „ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში“ პრინციპის დაცვა და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს კონკრეტული სახელმწიფო უნივერსიტეტების ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანება იმისთვის, რომ მოხდეს პროგრამების დადარება, საკადრო უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება. ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი, ფლაგმანი უნივერსიტეტი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე. ამ მიზნით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ პროცესები, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც ამ უნივერსიტეტებს შორის მსგავსი პროგრამები გვაქვს, მოხდეს დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე და ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ღირებული იყო – ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და ის დამსახურებები, რომელიც თითოეული უნივერსიტეტის მიმართ მიუძღვის“, – გივი მიქანაძემ.

ოცნების მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც იქნება დამატებიტი პოზიცია და საფრთხეს არ შეუქმნის არსებული პოზიციების არსებობას.

მიქანაძემ რეორგანიზაციაზეც ისაუბრა, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რეორგანიზაცია შესაძლებელი გახდება და მისი ბრძანებით შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო- საბჭო, რომელშიც თანაბარი უფლებამოსილება ექნებათ როგორც თბილისის სახელმწიფო, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.

„სწორედ ისინი ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, განახორციელებენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ ხარისხის გაუმჯობესების და რეფორმის მიზნებიდან გამომდინარე მაქსიმალურად უზრუნველყონ ის აქტივობები, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებას და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული“, – განმარტა ქართული ოცნების განათლების მინისტრმა. (ინფორმაციას ინტერპერსნიუსიავრცელებს)

თეგები: გივი მიქანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved