• რეკლამა
  • კონტაქტი
08:32, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

UNESCO: გელათი შესაბამისი პროფესიული უნარებისა და მასალების არარსებობის გამო ზიანდება

ალია ავტორი - ალია
16:40 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ფოტო – ტაბულა

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 44-ე სესიაზე გელათის მონასტრის შესახებ დადგენილება მიიღო. დოკუმენტში გელათი მოხსენიებულია რესტავრაციის პროცესში შესაბამისი პროფესიული უნარების ან მასალების არარსებობის გამო დაზიანებულ ძეგლთა შორის, რაც საფრთხეს უქმნის კომპლექსის უნივერსალურ ღირებულებას. 

UNESCO-ს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კომპლექსის გადახურვის სარესტავრაციო სამუშაოების წარუმატებლობა და მის მიერ მიყენებული ზიანი, რომელიც ამჟამადაც გრძელდება, გელათის ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიებში იწვევს სამშენებლო ქვის, მათში არსებული მოზაიკისა და კედლის მხატვრობის დაზიანებას. 

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მიესალმება სახელმწიფოს მიერ გელათში უკვე განხორციელებულ რიგ სამუშაოებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ საჭიროა გამოსავალი, რომლის შედეგადაც კომპლექსი შესაბამისად გადაიხურება. UNESCO ითხოვს, რომ გელათის შესახებ ნებისმიერი გეგმა სახელმწიფომ განსახილველად მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მრჩეველთა ორგანოებს წარუდგინოს.

UNESCO-ს მსოფლიო კომიტეტი სახელმწიფოს ითხოვს: 

  • გაგრძელდეს საქმიანობა ძეგლის მონიტორინგის პროცესში შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებისთვის;
  • გაფართოვდეს სამგანზომილებიანი სტრუქტურული მონიტორინგი წმინდა გიორგის ეკლესიასა და სხვა მნიშვნელოვან ნაგებობებზე;
  • კომიტეტთან კოორდინაციისთვის მიეწოდოს ანგარიში საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით;
  • ძეგლის მართვის კომიტეტის შექმნას, რომელიც ჩართული იქნება რესტავრაციის პროცესის დაგეგმვაში;
  • მეტი საერთაშორისო რესურსის მობილიზება კომპლექსის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოკლე და საშუალოვადიან ღონისძიებებთან ერთად.

საქართველომ გელათის მდგომარეობისა და მოთხოვნების შესრულების შესახებ განახლებული ანგარიში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს უნდა წარუდგინოს 2022 წლის 1 თებერვალს მსოფლიო კომიტეტის მიერ 45-ე სესიაზე განსახილველად.

კულტურის სამინისტროს ბოლო დასკვნით, გელათზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის, დაახლოებით, 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, გელათის მონასტრის ცუდად გადახურვაში 2015-20 წლებში ₾1 453 000 დაიხარჯა.

წყარო – ტაბულა

თეგები: გელათი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved