მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შესაძლოა იმ პაპარაცებს უჩივლონ, ვინც მათ უნებართვოდ ფოტოები გადაუღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. საუბარია კანადაში გადაღებულ ფოტოებზე, სადაც მეგან მარკლის ძაღლებს ასეირნებს და ხელში ბავშვი უჭირავს.
ჰარი და მეგანი გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობენ, რომ მზად არიან ფოტოგრაფს უჩივლონ და კომპენსაციის გადახდა მოითხოვონ. როგორც წყვილი ამტკიცებს, პაპარაცებმა რამდენჯერმე სცადეს, ვანკუვერში მათი სახლის შიდა ფოტოებიც გადაეღოთ.
სასექსის ჰერცოგი 21 იანვარს ჩავიდა ვანკუვერში, სადაც ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს. ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას შეეცდებიან. მათი თქმით, უკან დააბრუნებენ 2,4 მილიონ დოლარს, რომელიც უინძორში მათი სახლის სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯა.
ამის მიუხედავად, ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად რჩებიან, ხოლო ჰარი კვლავ პრინცია, რადგან ეს ტიტული მან დაბადებისთანავე მიიღო.
კომენტარები