• რეკლამა
  • კონტაქტი
17:14, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდათ კიდევ 3 000 კაცი დავკარგოთ? – კარგით რა, იმ ბიზნესებში… რა ხელფასებს აძლევენ თანამშრომლებს…” – პაატა იმნაძე

ალია ავტორი - ალია
18:17 02-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

პაატა იმნაძე, ტვ პირველის ეთერში შეზღუდვების შემოხსნაზე და ბიზნესის პროტესტზე საუბრობს:

ეტაპობრივად მიმდინარეობს გახსნა, უბრალოდ რაღაც ეტაპებმა გადმოიწია, იმიტომ რომ მაჩვენებლები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.
ყველაფერი იქნება დამოკიდებული ბიზნესზე და ადამიანებზე, რამდენად დავიცავთ წესებს, პირბადის ტარების წესი, დისტანცირება. შემოგვიბრუნდება თუ არა კორონა მძლავრად, ეს ახლა არის წესების დაცვაზე დამოკიდებული.


დღეისათვის ნიღბების სწორად ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 72 პროცენტია, ეს არ არის ძალიან ცუდი, მაგრამ არც ძალიან კარგია, უკეთესი იქნება, თუ ეს 90-პროცენტს გადაცდება, მაშინ უფრო დაცულები ვიქნებით.


მოვისმინე, მითხრეს, თურმე, მე არ უნდა ჩავერიო კერძების მომზადებაში, საცივის რეცეპტი არ მომიწოდებია… ყველამ თავის საქმე რო აკეთოს, ძაან კაი იქნება. გვინდა, რომ გავხსნით ქვეყანა ისე, რომ 1 თვეში დასაკეტი არ გახდეს. მაქსიმალურად ისე უნდა გავხსნათ, რომ აპრილში არ მოგვიწიოს ისევ ხელმეორედ შეზღუდვები.


როგორ ფიქრობთ, 3 ათასი კაცი, რომლებიც დავკარგეთ, კითხეთ მათ ახლობლებს, უნდათ რომ კიდევ 3 000 კაცი დავკარგოთ? რომ ვერ ისწავლეთ ის თანაცხოვრება იძულებული ხდება სახელმწიფო, ჩაერიოს რომ ვასწავლოთ ეს თანაცხოვრება. ლაპარაკია ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეზე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ადამიანები და აღარ მინდა… ცნობილი ადამიანები, დღეს ჩემი კარგი ახლობელი გარდაიცვალა, კორონას შეეწირა… გასაგებია, კარგით რა, იმ ბიზნესებში… ეკონომისტი მე არა ვარ და სხვის საქმეში ჩარევა არ მიყვარს, მაგრამ რა ხელფასებს აძლევენ თავის თანამშრომლებს, ეს თვითონ მოიკითხონ…”

რესტორატორმა ლევან ქოქიაშვილმა პირდაპირი ეთერის პარალელურად, კითხვა გაუგზავნა პაატა იმნაძეს, წამყვანმა ეს კითხვა საუბრის ბოლოს დაუსვა: – რა ინფორმაცია გაქვთ და საიდან, რა ხელფასს ვუხდით თანამშრომლებს? – ეკითხება ლევან ქოქიაშვილი პაატა იმნაძეს.

პაატა იმნაძემ პასუხს თავი აარიდა და ისევ გაიმეორა, რომ საცივის რეცეპტს არავის ასწავლის, თითქოს რესტორნის მართვა, მართლაც საცივის რეცეპტზე იდგეს:


“არაფერი… მე კიდევ ერთხელ ვამბობ, სხვის საქმეში არვერევი, საცივის გაკეთებას და ხინკლის მოხვევას არავის ვასწავლი, არ არის ჩემი საქმე, ყველამ თავის საქმეს მიხედოს-მეთქი, ეგ ვთქვი, მეტი არაფერი.”

თეგები: პაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved