• რეკლამა
  • კონტაქტი
12:02, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა მივხვდეთ, რომ მხოლოდ “რუსებო” და “ქოცებო”-ს ძახილით სასიკეთო არაფერი გამოდის” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:26 10-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,342
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
პატარა განმარტებასავით.
მათ შორის ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება არის ოთხი კატეგორიის ხალხი. კერძოდ:
1. ისინი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლება არის იმდენად ცუდი, რომ მასზე უარესი უბრალოდ შეუძლებელია მოვიდეს.
2. რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლება ცუდია, მაგრამ ვერ ხედავს მის ალტერნატივას და ცვლილების შემთხვევაში მოსალოდნელი არასტაბილურობა და გაურკვევლობა უფრო აშინებს.
3. რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლება კი ცუდია, მაგრამ ნაცების მობრუნება კიდევ უარესი იქნება.
4. რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლება კარგი არ არის, მაგრამ ვინც მისი ოპოზიციაა, ყველა მასზე უარესია.
მეორეს მხრივ გვაქვს მზარდად ავტოკრატიულ-ტოტალიტარული რეჟიმი ძალაუფლების მყარი ვერტიკალით, რომელიც აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, სასამართლოს, მსხვილ ბიზნესს და ფლობს უზარმაზარ პროპაგანდისტულ რესურსებს, მაგრამ ასევე ეყრდნობა გარკვეულ ელექტორალურ მხარდაჭერასაც, ანუ ჯერ კიდევ ანგარიშს უწევს საკუთარ მომხრეებს.
ასეთი ხელისუფლება დამარცხება პრინციპულად შეუძლებელია მისი დემორალიზებისა და შიდა რღვევის გარეშე. ამისთვის კი უნდა არსებობდეს ისეთი ალტერნატივა, რომელიც არსებითად და შინაარსობრივად გააერთიანებს ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე კატეგორიას. ყველა კატეგორიის უკმაყოფილომ უნდა ჩათვალოს, რომ ცვლილების შედეგად მოსული ხელისუფლება იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე წასული. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ელექტორალურ საყრდენს დაკარგავს, რაც გარდუვალად გამოიწვევს შიდა ბზარებს და რღვევას.
დღეს ოპოზიციის და წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთელი ოპოზიციური ხედვა, რიტორიკა თუ დისკურს-ნარატივები რეჟიმის საპირწონედ მოიაზრებს მხოლოდ პირველი კატეგორიის კონტიგენტს, უგელვებელყოფს და ანგარიშს არ უწევს მეორეს, ხოლო მესამეს და მეოთხეს საერთოდ ქოცებად და ხელისუფლების მომხრეებად მიიჩნევს. მართალია, პირველი კატეგორიის შემადგენლობაც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მაგრამ არც იმდენად, რომ კრიტიკული მასა შექმნას და ხელისუფლების დემორალიზება გამოიწვიოს. თანაც, თავად ამ კატეგორიაშიც არიან უფრო რადიკალები და უფრო ზომიერები.
როგორ უნდა შეიქმნას და ჩამოყალიბდეს ისეთი პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ოთხივე კონტიგენტს დააკმაყოფილებს, ცალკე მსჯელობის თემაა. ოღონდ ჯერ თავად ის ფაქტია გასაცნობიერებელი, რომ ამ სხვადასხვა კატეგორიის უკმაყოფილების შეკრება და სინერგიაა საჭირო და არა იმ ხალხის ლანძღვა და დამუნათება, ვინც პირველ კატეგორიის ყველაზე რადიკალურ ნაწილს არ მიეკუთვნება. ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ მხოლოდ “რუსებო” და “ქოცებო”-ს ძახილით სასიკეთო არაფერი გამოდის. უფრო პირიქით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved