• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნდა გვრცხვენოდეს, მეც დავიბრალებ, მეც ვარ ამაში დამნაშავე – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:32 03-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა:

„ასეთ რაღაცას მეგობრები და კეთილის მაურველები რომ გვეუბნებიან, წესით, ძალიან უნდა გვრცხვენოდეს ქართველ პოლიტიკოსებს. იმას რომ გეტყვიან, კომპრიმისი არ არის სისუსტე, პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყანა დააყენეთ, ქვეყნის მომავალს უფრო მეტი პასუხისნგებლობით შეხედეთ და თქვენი გაჯიუტებით, ერთადერთი, ვინც ხელებს იფშვნეტს და იცინის, არის რუსეთიო. ამის მეტი რაღა უნდა გვითხრან? წესით უნდა გვრცხვენოდეს და უფრო მეტი მზაობა უნდა გვქონდეს შეთანხმებისთვის. ამ ფონზე გაჯიუტებული ვართ. შეუთანხმებლობა და პოლიტიკური კრიზისი რომ არის, ყველას ბრალია, ვინც იქ ვსხედვართ. მეც დავიბრალებ, მეც ვარ ამაში დამნაშავე. ყველამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს და თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს კრიზისი კი არა, გაჯიუტება. ზოგი თავისი სიტყვის მძევალია, ზოგს სხვა იდეები აქვს თავში, ზოგი თავისი ამბიციების მძევალია. ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ ვინმე ზარალდება ქვეყანა და ხალხია, მათ რეალურ პრობლემებზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ხუთი თვეა იმაზე, ვინ შევა პარლამენტში და ვინ – არა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დეპუტატის თქმით, კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა, დამაიმედებელია.

„პატარა ბავშვები არ არიან, დაინახეს ჩვენი რეალობა და გაჯიუტება, ასევე კომპრომისების გაკეთება გვიჭირს და ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკებები მკლავჭიდის დაფა გვგონია, სადაც აუცილებლად მოწინააღმდეგეს ხელი უნდა გადაუგრიხო. კარგად იციან ჩვენი რეალობა და კარგია, რომ კრისტიან დანიელსონი ამ რეალობის აღქმით ჩამოვა საქართველოში. რომელი მხარე რა კომპრომისზე წავა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რა უნდა იყოს. ხუთი თვის თავზე ამ ქვეყნის წვალება უნდა დავასრულოთ და შეთანხმება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved