• რეკლამა
  • კონტაქტი
22:41, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა გავანძრიოთ თუ არა ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტი?” – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
14:20 08-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,465
ექიმი, არჩილ მარშანია:
“უნდა გავანძრიოთ თუ არა ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტი?
გავრცელებული აზრის თანახმად, ”ტრავმის დროს, პაციენტის განძრევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება” რაც ცალსახად არასწორი დებულებაა.
სინამდვილეში ეს ისეთივე არასწორია როგორც ვთქვათ ”ტრავმის დროს, პაციენტის განძრევა ყოველთვის შეიძლება”-ს თქმა იქნებოდა.
➡️ნებისმიერი ტრავმის დროს, მოქმედებების დაწყებას და რაობას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი:
1) გარემოს დათვალიერება – უსაფრთხოება;
2) პაციენტის შეფასება – პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე;
3) დამხმარე ადამიანების რაოდენობა და პირველადი დახმარების ცოდნა;
4) ხელთ არსებული აღჭურვილობა;
5) რა დრო დასჭირდება სასწრაფო დახმარებას ადგილზე მოსვლისთვის.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით ხდება რისკის და სარგებელის შეფასება და შეფასების შემდეგ კი მოქმედების განსაზღვრა / დაწყება.
➡️თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, ერთი წინადადებით ყველა შემთხვევას ვერ მოვერგებით, თუმცა ძალიან მოკლედ და უხეშად რომ ვთქვათ, სასწრაფოში დარეკვის შემდეგ:
1) თუ პაციენტი უგონოა და არ სუნთქვას ან აღენიშნება სიცოცხლისთვის მყისიერად საფრთხის შემქმნელი დაზიანება – ნებისმიერი საშუალებით უნდა მოხდეს პაციენტის გამოყვანა უსაფრთხო გარემოში და დაიწყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
2) თუ გარემო შეიცავს გარდაუვალ და მაღალი რისკის საფრთხეს – ნებისმიერი საშუალებით უნდა მოხდეს პაციენტის გამოყვანა უსაფრთხო გარემოში და დაიწყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
3) თუ პაციენტი სუთქავს და/ან კონტაქტურია, გარემო არ შეიცავს გადაუდებელ მაღალი რისკის საფრთხეს – პაციენტი არ უნდა გაინძრეს, დაფიქსირდეს უსაფრთხო პოზიციაში და დაველოდოთ სასწრაფოს მოსვლას.
?უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიდან (თუ ეს ვიდეო არ არის ძალიან დეტალური, უწყვეტი და არ ასახავს სრულ სურათს) ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე დასკვნების გაკეთება და პროფესიული შეფასება.
ამიტომ ხმამაღალი შეფასებებისგან ჯობს თავის შეკავება, არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რადგან ისედაც არსებობს მითი იმის შესახებ, რომ დახმარების გამო შეიძლება ვინმე დაისაჯოს და ამის გამო ადამიანებმა ზოგადად შეიძლება თავი შეიკავონ სხვისი დახმარებისგან, რაც რიგ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის შეიძლება იყოს.
‼️ამორალური და დასჯადია ადამიანის განსაცდელში მიტოვება და არა დახმარება.
ჯანმრთელობას გისურვებთ.”
შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ავტომობილი და გზატკეცილი-(ი)ს გამოსახულება
თეგები: არჩილ მარშანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved