• რეკლამა
  • კონტაქტი
20:56, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნდა განვიხილოთ თუ არა საპატრიარქოს განცხადებები პატრიარქის პოზიციად? – ლევან სუთიძე

ალია ავტორი - ალია
20:18 07-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

ლევან სუთიძე, ტაბულას მთავარი რედაქტორი

საზოგადოებისთვის თვალხილული და ცნობილია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი ძალები შესაძლებელს ხდის, ეკლესია მართოს ნიუანსურად, ან შემოგვთავაზოს კომპლექსური სოციო-პოლიტიკური მიმოხილვა.

ამას ადასტურებს ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომლის მოწვევის ვალდებულებასაც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება წელიწადში მინიმუმ ორჯერ ავალებს ამავე სინოდის თავმჯდომარეს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქ ილიას, დიდი ხანია არ მოწვეულა. გონივრული ვარაუდით, სწორედ იმიტომ, რომ კათალიკოზი ვერ ახერხებს სხდომის გაძღოლას.

ასევე, ცნობილი და საპატრიარქოს მიერვე დადასტურებულია, რომ კვლავ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საქართველოს საპატრიარქოს ერთმა ფრთამ (შორენა თეთრუაშვილი) დაამონტაჟა ილია მეორის საახალწლო მილოცვა, რასაც მეორე ფრთის (შიო მუჯირი) კრიტიკა მოჰყვა. პატრიარქის ახალ ვიდეოს წინა წლის აუდიო გადაადეს, რაც გონივრული ვარაუდით მოხდა სწორედ იმის გამო, რომ მისი უწმიდესობა ვერ ახერხებს სათანადო ვერბალიზებას.

ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, ტაბულა მკითხველის უკეთ ინფორმირების მიზნით, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებებს, რომელიც არ არის წარმოთქმული უშუალოდ კათალიკოზ ილიას მიერ (და არ არის დამონტაჟებული) განიხილავს როგორც საპატრიარქოს ერთი ან ორი ფრთის კერძო მოსაზრებად, იმის მიხედვით, ვრცელდება ის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე თუ ორივეზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved