“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობარი – საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ სუსის განცხადების შემდეგ, რომელიც უწყებამ ქიმიური იარაღის საკითხზე გააკეთა, საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
მისი განცხადებით, ნებისმიერ ქიმიურ ნაერთს, წამლის ჩათვლით, ვადაგადაცილების შემთხვევაში შესაძლოა ტოქსიკური ეფექტი ჰქონდეს, ამიტომ აუცილებელია პასუხი ყველა დეტალზე: რა იყო ნივთიერების საწყისი დანიშნულება, რა პირობებში შეიძლებოდა მისი გამოყენება, რა ტემპერატურულ რეჟიმში, რა გარემო პირობებში, და როგორ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი უსაფრთხოება.
“უფრო მეტი კითხვები გაგვიჩნდა სინამდვილეში ფიზიონალურად, ვიდრე გვქონდა, იმიტომ, რომ მარტო ტსოქსიკოლოგიურად ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, მათ შორის წამალიც კი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რომელიც არის ვადაგადცილებული, უკვე არის ქიმიურად მომწვამვლელი და ამიტომ არის საფრთხე. ახლა მაინტერესებს ვადები, რამდენი ვადა გავიდა, საიდან იყო შემოტანილი, როგორი დანიშნულება ჰქონდა თავიდანვე, რა სიტუაციაში უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რა სიტუაციაში – არა, იმიტომ, რომ გამოყენების დროს რეცეპტურაში ყოველთვის, როდის არის ის ნაკლებად მავნე და როდის შეიძლება გამოყენება, როგორი ტემპერტურული რეჟიმი უნდა ყოფილიყო გარეთ, რა მოძრაობა უნდა ყოფილიყო, წვიმა უნდა ყოფილიყო თუ არა და ა.შ. ანუ ყველაფერს აქვს თავისი რეგლამენტი და წესი თუ გვინდა, რომ ვიყოთ სანდო, უნდა გამოქვეყნდეს თითოეული ნივთიერების რეგლამენტი, წესი და უსაფრთხოება როგორ უნდა ყოფილიყო გარანტირებული, – ამბობს ნინო ჩხობაძე.














კომენტარები