ჟურნალისტი, შორენა მარსაგიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემს მეგობარს და მის ოჯახს (7 ადამიანი) დაუდგინდათ კორონა.
ჩემი მეგობრის მეუღლე არის ძალიან მძიმედ. სისხლში ჟანგბადის გაჯერება დაუვარდა 88-90-ზე. აქვს დიარეა.
112-ზე რეკავენ და სასწრაფო არ მიდის _ საავადმყოფოში ადგილები არ გვაქვსო.
უნამუსოები და მკვლელები ხართ.
აკი 400-ზე მეტი საწოლი გვაქვსო? მაგ საწოლებს რისთვის იყენებთ?
საავადმყოფოებთან სასწრაფოს რიგები დგას. ექიმები გამორბიან და მანქანებში უწევენ დახმარებას ავადმყოფებს. ხელით აწვდიან ჟანგბადს.”
კომენტარები