• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“UN3439 კოდით, არც ერთი ნივთიერება არ გამოიყენება აქციების დაშლისას” – ნინო ლომჯარია

ალია ავტორი - ალია
03:23 12-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
254

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:

მეგობრებო, პროპაგანდამ არ დაგაბნიოთ, უნდა იცოდეთ, რომ:

“ქიმიური იარაღის შესახებ კონვენცია” აქციების დროს პოლიციას უფლებას აძლევს გამოიყენოს მხოლოდ ისეთი ქიმიური საშუალებები, რომლებიც: 

  • იწვევს სწრაფ სენსორულ გაღიზიანებას, 
  • აქვს დროებითი, მოკლევადიანი ეფექტი,
  • გაღიზიანება წყდება ქიმიური ნივთიერების ადამიანზე ზემოქმედების შეწყვეტისთანავე.

UN 3439-ის კოდის ქვეშ არსებული ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ   (რაც პრაქტიკულად დაადასტურა ირაკლი კობახიძემ) წარმოადგენს “ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის” დარღვევას, ვინაიდან, ამ კოდის ქვეშ არსებულ ქიმიურ ნაერთებს აქვს:

  • მაღალი ტოქსიკურობა;
  • მათი ზემოქმედება არ წყდება მყისიერად;
  • აქვს გრძელვადიანი ეფექტი;
  • იწვევს სასუნთქი გზების ძლიერ გაღიზიანებას;
  • ხანგრძლივ ფიზიოლოგიურ და ნევროლოგიურ ეფექტებს;
  • არც ერთი კონვენციის წევრი სახელმწიფოს მიერ აღნიშული ნივთიერებები არ არის აღიარებული, როგორც მასების მართვისთვის დასაშვები საშუალება.

შესაბამისად, მათი გამოყენება პროტესტის დასაშლელად, როგორც ქიმიური იარაღის, აკრძალულია, და კონვენციურად გაუმართლებელია!

აქციების დასაშლელად არსებობს ნებადართული რამდენიმე ნივთიერება, როგორიცაა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და სხვა, რომელთა გამოყენებასაც თავისი წესები აქვს, რასაც თუ არ დაიცავ, ასევე, ხდება უკანონო (მაგალითად, არ შეიძლება დახურულ სივრცეში, დიდი ოდენობით, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ალყაში მოქცევის დროს  – აღნიშული გარემოებები ისედაც დარღვეული ჰქონდა შსს-ს  შარშანდელი აქციების დარბევისას). 

თუმცა, კიდევ ერთზელ, UN3439 კოდით არსებული არც ერთი ნივთიერების გამოყენება დასაშვები არ არის აქციების დაშლის დროს.

ასევე, კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს დეკლარირება გაუკეთონ თითოეულ ქიმიკატს, რომელსაც მასების მართვის მიზნით ინახავენ. ახლა გასარკვევია, იყო თუ არა ეს ნივთიერება სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული? 

და მთავარი კითხვა, რა ნივთიერება გაურიეს წყალს?” – წერს ნინო ლომჯარია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved