• რეკლამა
  • კონტაქტი
00:04, პარასკევი, 5 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“UN3439 კოდის ქვეშ გაერთიანებული ნივთიერებები მიეკუთვნება საწამლავებს (poison)” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
22:01 12-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192
ასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
მიუხედავად ორგანიზებული მცდელობისა, იგნორირებული იქნეს BBC-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება, ეს უკვე შეუძლებელია.
მსოფლიო ინტერნეტის ყველა საძიებელი პლატფორმა “კამიტს”, გაეროს სპეციალურ კოდს -UN3439-ს, საქართველოს პოლიციას და კოალიცია “ოცნებას” ერთ პაკეტად აწვდის ყველა მომხმარებელს.
ქართული სოციალური სივრცე ტრადიციულად ძალიან მარტივად და ლაღად გადაერთო მეორეხარისხოვანი დეტალებით ხმალაობაზე, რაც შესანიშნავი საშუალებაა მთავარი პრობლემის მისაჩქმალად და გასაშარჟებლად.
ზუსტად ისევე, როგორც პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსჯელობისას აქცენტი კეთდებოდა ნაირნაირი ეგზოტიკური დიაგნოზებით ფარიკაობაზე და არა სახელმწიფო სისტემის დეფექტურ მოქმედებაზე, რომელიც კლასიკური ფსიქოლოგიური ზემოქმედების კატეგორიაში გადიოდა, ახლაც “ექსპერტები” ერთმანეთს უპირისპირდებიან არა პრობლემის არსზე, არამედ მისი ფორმის ტექნიკურ დეტალებზე.
ბუნებრივია, საბოლოოდ ეს კამათი ჩიხში შევა და თავისით მოკვდება.
რაღა თქმა უნდა, პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმე ტიპის სამედიცინო კვლევის მიხედვით იქნეს დადგენილი ქიმიური ნივთიერების რაობა, თუ კვლევა არ ითვალისწინებდა კონკრეტული ქიმიური აგენტის მიერ გამოწვეული კონკრეტული სიმპტომების კვლევას.
ე.წ. ქართული კვლევა ეყრდნობოდა დაზარალებულთა ზოგადი კლინიკური სიმპტომების აღრიცხვას, რაც ვერაფრით დაადასტურებს ან გამორიცხავს რომელიმე კონკრეტული ქიმიური აგენტის გამოყენებას.
ერთადერთი, რაც ასეთმა კვლევამ შეიძლება ირიბად დაადასტუროს, არის ტოქსიკური, მომწამლავი ნივთიერებების შესაბამისი კონტროლის გარეშე გამოყენების შემთხვევაში განვითარებული სახიფათო ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე, რაც ისედაც ცნობილი ფაქტია.
UN3439 კოდის ქვეშ გაერთიანებული ნივთიერებები მიეკუთვნება საწამლავებს (poison). დიახ, ეს კოდი აერთიანებს ე.წ. საპოლიციო ცრემლსადენ გაზებსაც, მაგრამ ეს პირობა არ აბათილებს იმ ფაქტორს, რომ ეს ნივთიერებები – “მყარი ნიტრილები” ამავე დროს არიან 6.1 კატეგორიის შხამები.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, საწამლავების გამოყენებისას საჭიროა ინსტრუქციების ზუსტი დაცვა, რადგან მათ აქვთ შედარებითი უსაფრთხოების ძალიან ვიწრო ამპლიტუდა.
მაგალითად, რეზინის ტყვიების გამოყენების ინსტრუქცია ითვალისწინებს ამ ტყვიების მიწაზე სროლას, რათა მიწიდან ასხლეტილი ტყვიები მოხვდეს დასაშლელ ადამიანთა სხეულებს და არა პირდაპირი დამიზნებით სროლას, რომლის საზარელი შედეგებიც საკმარისად ვიხილეთ რუსთაველზე.
ჰქონდა თუ არა BBC-ის საფუძვლიანი ეჭვი, ევარაუდა რომ ქართულმა პოლიციამ გამოიყენა აკრძალული საშიში შხამი?
გამომდინარე იქედან, რომ პოლიციამ უარი თქვა კლასიკური ცრემლსადენი გაზების გამოყენებაზე, როგორიცაა CS, CN, OC ან CR, რომლებსაც წყალში არ ურევენ და რომელთა ეფექტი მაქსიმუმ 30 წუთი გრძელდება, და ამის ნაცვლად, ჯერჯერობით დაუდგენელი ტოქსიკური ნივთიერება გახსნა წყალში და შემდეგ კოლოსალური წნევის გამოყენებით შეასხურა ადამიანებს, რომლებიც დღეების და კვირების განმავლობაში იტანჯებოდნენ ტოქსიკური გვერდითი ეფექტებით, არსებობს სრულიად ლოგიკური, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ მიზნით ცივილიზაციის მიერ ასი წლის წინ ჩამოწერილი, იაფფასიანი და საშიში შხამი იქნა გამოყენებული.
როგორი იქნება საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტი, რის დამტკიცებას შეძლებს ან ვერ შეძლებს სასამართლოს მიერ შერჩეული, დამოუკიდებელ ექსპერტთა გუნდი, ეს ამჟამად მხოლოდ ლოგიკური სპეკულაციების საფუძველს იძლევა.
ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პოლიციამ და მთავრობის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა დაუშვეს უაღრესად სახიფათო ნივთიერებების ისეთი ფორმებით გამოყენება, რომლებმაც საერთაშორისო მედიაში გააჩინა სრულიად საფუძვლიანი ეჭვი.
საქართველოს მოსახლეობამ ფიზიკურ ტრავმებთან ერთად უკვე მიიღო ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმაც, რაც დამატებით უარყოფით ზეგავლენას ახდენს და მოახდენს მათ ჯანმრთელობაზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი
ახალი ამბები

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი

16:06 12-04-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
ახალი ამბები

დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

15:11 12-04-2025
სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა
ახალი ამბები

სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა

15:05 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved