• რეკლამა
  • კონტაქტი
15:21, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უმეტესად, ის ხალხია დღეს ქოცი, ვინც მოდერნიზაციის მატარებელს ვერ შეახტა 15 წლის წინ – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
15:34 11-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

„ერთი მეგობრის პოსტი ვნახე, დღეს ტრანსპორტში უჩხუბია რუსული ბანძი სიმღერების გამო და მთელ მარშუტკასთან მოუწია მარტოს ბრძოლა. და აი, რატომ გიყვებით ამას: მიშასაც ჰგონია, რომ “პუტინის ლეკვი” მხილებაა და ამით შეარცხვენს ციხის თანამშრომელს, მაგრამ არ ითვალისწინებს იმას, რომ რუსეთი ძალიანაც უყვართ ქართველებს (მნიშვნელოვან ნაწილს). ზოგადად ოპოზიცია და მედიაც ისე გაიძახის რუსეთი მოვაო, თითქოს ყველას სძულდეს და ეშინოდეს რუსეთის. ძალიან კი ვწუხვარ, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ უამრავ რიგით ადამიანს ამ ქვეყანაში რუსული სიმღერა, რუსული კულტურა, რუსული შოკოლადი და რუსი ტურისტი ურჩევნია ევროპულს. პირადად ბევრჯერ შევსწრებივარ ამას, ალბათ თქვენც. ამ რეალობას უნდა ჩავხედოთ თვალებში და შევცვალოთ ჩვენი საკომუნიკაციო ენა. გუშინ გენიალურად საუბრობდა ენის გამოფიტვაზე მთარგმნელი მაია ბადრიძე ლიტერატურულ სამკუთხედში, თუ არ გინახავთ, ნახეთ. მაიას აზრი რომ გავაგრძელო, სიტყვებმა შინაარსი დაკარგეს, ენის ეროზიაა სახეზე. სიტყვა “ღირსება” სისულელედ იქცა. ეს ძველი საბჭოთა ტრადიციაა, სადაც ყველაზე მატყუარა და პროპაგანდისტულ გაზეთს “პრავდა” ერქვა. შინაარსდაკარგული სიტყვები შეგვრჩენია და ჩვენი ენა არ ესმის ხალხს. “რუსეთუმე” სალანძღავ სიტყვად გვაქვს მაშინ, როცა ამ ქვეყნის დიდი ნაწილი (და საპატრიარქო სრულიად), რუსეთის მზეს იფიცებს. ნუ ვიქცევით ისე, თითქოს ყველანი შევთანხმდით, რომ რუსეთი ბოროტებაა. სწორედ იმ ხალხზე დგას ქოცობა, ვისაც ჯერ ვერ გავაგებინეთ, რატომ ჯობია ევროპა რუსეთს და რითია ცუდი რუსეთი. უფრო მეტიც, ეგ ხალხი თავისიანად ჩვენც არ მიგვიჩნევს და ალტ-ინფოთი იკვებება. არ გვაქვს მოგებული ის ბრძოლა, რაც გვგონია, რომ მოგებული გვაქვს. ძალიან ბევრია სამუშაო. ამას ხშირად განვიხილავთ ხოლმე Giorgi Urchukhishvili და მე. ქოცობის სხვა საფუძვლებს შორისაა ასევე რესურსების არათანაბარი გადანაწილება წინა ხელისუფლების დროს. უმეტესად, ის ხალხია დღეს ქოცი, ვინც მოდერნიზაციის მატარებელს ვერ შეახტა 15 წლის წინ. მომავალმა ხელისუფლებამ ეს უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს, ჩვენ კი დღესაც უნდა განვიხილავდეთ ამას.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved