• რეკლამა
  • კონტაქტი
05:51, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უმძიმესი დღეები იყო, სირთულე, გაოგნება, შეშფოთება… – რას იხსენებს კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
23:36 06-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

კახა კალაძემ 13 ივნისის მოვლენები გაიხსენა. ამ თემაზე თბილისის მერმა, რომელიც 2015 წელს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

„უშუალოდ ადგილზე ვიმყოფებოდი და ძალიან კარგად მახსოვს თუ რა ხდებოდა იმ დროს, განსაკუთრებით სვანიძის ქუჩაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. უმძიმესი მდგომარეობა იყო რამდენიმე დღის განმავლობაში. სრული შოკი. უძლური გახდა დედაქალაქი, მისი მოსახლეობა ამ პრობლემის წინაშე. თუმცა ამ უბედურების ფონზე, მეორე დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც იყო და რაც მესიამოვნა, ეს იყო როდესაც გამოჩნდა ახალგაზრდების ძალიან დიდი არმია – ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, ამ ქალაქზე შეყვარებული ადამიანები.

უმძიმესი დღეები იყო, ძალიან რთული იყო, მაგრამ ამ სირთულის, გაოგნების, შეშფოთების მიუხედავად, ამ ახალგაზრდების ჩართულობამ პირადად მე დიდი სტიმული, ძალიან დიდი ძალა მომცა. საოცრება ხდებოდა. ასეთი მუხტი, ასეთი შემართება. ეს იყო დღეები, როდესაც გადახედავდი ამ ახალგაზრდებს, მათ თვალებს და შეგეძლო შენ თავში გეთქვა: „ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ“. აი ასეთი სულისკვეთება იგრძნობოდა იმ დღეებში“, – განაცხადა კალაძემ.

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 6 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved