• რეკლამა
  • კონტაქტი
12:05, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,უკვე წლებია ატყუებენ საქართველოს ონკოლოგიურ პაციენტებს ყველა ტელევიზიით“ – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:10 10-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
969

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

,,უკვე წლებია ატყუებენ საქართველოს ონკოლოგიურ პაციენტებს ყველა ტელევიზიით

ვიზალიბერალიზაციის მიღების წინაპირობა იყო რომ საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება უფასოდ ემკურნალა ფსიქკურად, ინფექციურად და ონკოლოგიურად დაავადებულთათვის.

ამაზე ვწერ უკვე მინიმუმ 5 წელია.

ზუსტად ამდენივე ხანია ვთხოვ ონკოლოგიური პაციენტის ოჯახებს რომ ჯანდაცვის სამინისტროსაგან მიიღონ წერილობითი ცნობა, სადაც ეწერება ,,მკურნალობას არ ვაფინანსებთ,, ან ,,მკურნალობას მხოლოდ ამ თანხით ვაფინანსებთ,,

ამ ცნობის მოთხოვნა პაციენტის ოჯახებს ეშინიათ და რატომ

იმიტომ რომ ერთის მხრივ საქართველოს კლინიკის წამყვანი ექიმები არ აძლევენ ცნობას რომ რა ტიპის თერაპიაა აუცილებელი და ეს თერაპია რომ არ ტარდება საქართველოში.
მეორეს მხრივ, კლინიკების წამყვან ონკოლოგებს სურთ რომ პაციენტები წავიდნენ თურქეთში, საიდანაც საკმაოდ ადვილია პაციენტის მიერ გადახდილი თანხის ნაწილის ან მიღება შუამავლობის ჰონორარად, ან კიდევ თურქული კლინიკები და ფარმაფირმები ამ ექიმებს სხვადასხვა მატერიალურ საჩუქრებს, შვებულებებს, სიმპოზიუმების დაფინანსებას სთავაზობენ.

ამასთანევე, პაციენტის ოჯახსაც ეშინია ჯანდაცვას მოსთხოვოს დაფინანსების წერილობითი ცნობა.
ეშინია იმიტომ რომ ისევ და ისევ კლინიკების ექიმები აშინებენ, თუკი მოითხოვთ, იმ 15 ათას ლარის დაფინასებასაც არ მოგცემენო.

ამ ფონზე კი განსაკუთრებით ოპოზიციური ტელევიზიები გამოირჩევიან პაციენტისათვის ფულის შეგროვების კამპანიებით.
იმის მაგივრად რომ ოჯახს გვერდით დაუდგნენ და ამდენი ასეული ოჯახის ჭირვარამი მათ მიიტანონ ჯანდაცვის სამინისტროში, მათ მოითხოვონ ის ვალედებულება სახელმწიფოსაგან, რომელიც სახელმწიფომ მოქალაქეების მიმართ აიღო,
აი ამის მაგივრად ერთ ლარს თხოვენ ისედაც გაღატაკებულ საქართველოს მოქალაქეებს.

ეს სამარცხვინოება უკვე წლებია გრძელდება.
გრძელდება იმიტომ რომ აი ის ფეოდალური ზემო 1%, რომელიც აკონტროლებს სხვადასხვა ტიპის და მათ შორის სამედიცინო და სატელევიზო ბიზნესს საქართველოში, არიან ერთმანეთთან ჩატუსოვკებული.

აი ესაა წლებია პრობლემა საქართველოში.

სულ რამდენიმე კვირის წინ ევროგაერთიანებამ და განსაკუთრებით გერმანიის მესვეურობით, საქართველო გამოაცხადეს ,,უსაფრთხო ქვეყანად,,

ეს ნიშნავს რომ, საქართველოს კიდევ ერთხელ და გადაჭრით შეახსენეს ის ვალდებულებები, რომელიც ხელისუფლებამ აიღო ვიზალიბერალიზაციის გამო.

ეს ვალდებულება, როგორც გითხარით ჯანმრთელობის დაცვაცაა.

ამიტომ დაიწყებს ხელისუფლება რაღაცა ტიპის საჩვენებელ ჯანმრთელობის პროგრამას და დაფინანსებას.

ეს არ ხდება იმიტომ რომ ხელისუფლებას სურს ადამიანებს დაეხმაროს.
ეს ხდება იმიტომ რომ, ხელისუფლება ვალდებულია ეს გააკეთოს ევროგაერთიანების წინაშე.

კიდევ ერთხელ ვთხოვ პაციენტების ოჯახებს.
მოითხოვეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან საბუთი, წერილობითი, თუ რა თანხით გიფინანსდებათ თერაპია ან გიფინანსდებათ თუ არა საერთოდ.
აი ამ საბუთით ევროგაერთიანებაში საჭირო თერაპიები დაგიფინანსდებათ.
ნუ წახვალთ თურქეთში
იქ ფულის აწერიათ თვალებზე და როგორც კი გამოგელევათ, ეგრევე მოგისვრიან უკან საქართველოსი, გაგაყიდინებენ ყველაფერს, რაც გაქვთ და რაც არ გაქვთ.
მოითხოვეთ დაფინანსების ცნობა ან არ თუ ვერდაფინანსების წერილობით ცნობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან.

ტელევიზიებს კი მივმართავ რომ ამ მარაზმს თავი დაანებონ.
თუკი სურთ დახმარება, გაუკვალონ გზა პაციენტებს ჯანდაცვის სამინისტროსაკენ.
მოახდინონ ზეწოლა კლინიკებზე რომ კლინიკებმა ჯანმრთელობის დახმარების აუცილებლობის საბუთი გასცენ.

საქართველოს ბიუჯეტი 27 მილიარდი ლარია.
საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 2 მილიონამდეა დარჩენილი ქვეყანაში.
ის გაქცეული 2 მილიონი კი წლიურად მინიმუმ 5 მილიარდ ევროს, დაახლოებით 12 დან 15 მილიარდამდე ლარს რიცხავს საქართველოში.
აი ესაა რეალობა.
ნებისმიერი თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოში არ მიდის პორშეს და მერსედესის საყოდლად, არამედ პირდაპირ მიდის ბანკში, რომელსაც აკონტროლებს ოლიგარქი. აი ესაა ქართული რეალობა.
არსებობს ასევე არაბიუჯეტური ფინანსური პროგრამები, როგორიცაა მაგალიტად ინფექციური დაავადების პროგრამები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების კონსორციუმის მიერ ფინანსდება და არც ამ დაფინანსების მოცულობა ვიცით ზუსტად და არც ეს თანხები ჩანს სადმე ბიუჯეტში. აქაც წლიურად რამდენიმე მილიარდი ევრო ბრუნავს.
ეს ყველაფერი არის საქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი ფული.
აბა დაიანგარიშეთ, თუ რამდენი მოგიწიათ პირადად თქვენ და თქვენს ოჯახს.
არა ვართ ღარიბი ქვეყანა
ნამდვილად არა
უბრალოდ გაბოლებენ რომ ქვეყანა ღარიბია.
ხალხი გაღარიბდა და ღარიბდება დღითი დღე, მინიმუმ 90% არის ამ სიტუაციაში. დაახლოებით 9% ინარჩუნებს სტატუს ქვოს და აი ის 1% ფეოდალებია, რომ გაბოლებენ ტელევიზიებით, სამინისტროებიდან, გამგეობებიდან, უნივერსიტეტებიდან, კლინიკებიდან.

გაახილეთ თვალები და დაინახეთ რეალობა.

ის ექიმი, რომელზეც შეკამათება და კითხვის დასმა გერიდებათ და რომელიც ,,თურქეთ თურქეთს,, გიჩიჩინებთ, ის კიარაა ავად და იმის ჯანმრთელობა კიარ დგას სასწორზე.
ეს თქვენი ჯანმრთელობაა. თქვენი შვილების ჯანმრთელობაა და შვილებისათვის მაინც იბრძოლეთ, შვილების უფლებები მაინც დაიცავით, თუკი საკუთარს ვერ იცავთ.”

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved