სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ “არ ჰგონია, რომ სანქციები ემუქრებოდეს” . მან ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებას:
“ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას…
უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. [ვისაც ნანახი არ აქვს] იმას გული დაწყდება”, – ამბობს ლილუაშვილი ჟურნალისტებთან.
ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ კელი დეგნანთან დაკავშირებით არსებობს ჩანაწერები, თქვა, რომ არ მოუსმენია, ხოლო კითხვას, უსმენს თუ არა სუს-ი დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს, არ უპასუხა.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები